მომზადების დრო: 1სთ 15წთ
1 ულუფის კალორიულობა: 359კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 1/2 ქათამი (700გრ)
- 8-10 ცალი კრევეტი (200გრ)
- 100მლ მცენარეული ზეთი
- 300გრ მრგვალი ბრინჯი
- 350გრ მწვანე ლობიო
- 1 ცალი ტკბილი პილპილი
- 1/2 ჩ.კ. დაფქული პაპრიკა
- 4 ცალი პომიდორი
- ზაფრანა გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- ქათამი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევწვათ ტაფაზე 2/3 ზეთში (75მლ რეცეპტში მოცემული 100მლ-დან) დაბალ ცეცხლზე 25 წუთის განმავლობაში.
- ბოსტნეული გავრეცხოთ. პომიდორი გავრეცხოთ გავაცალოთ კანი და თესლი და დავჭრათ კუბებად. პილპილს მოვაცალოთ ყუნწი და თესლები და დავჭრათ ჩხირებად, შევწვათ დარჩენილ ზეთში. დავჭრათ მწვანე ლობიოც.
- პომიდორი და ლობიო მოვათავსოთ ქათამთან ერთად, დავუმატოთ პაპრიკა და ვამზადოთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩავუმატოთ ცხელი წყალი რომ პროდუქტები 1 სმ-ზე დაიფაროს და მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ვხარშოთ მაღალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. წყალი სანახევროდ უნდა ჩაშრეს.
- იმავე ტაფაში ჩავამატოთ ბრინჯი, შევაზავოთ ზაფრანით და მოვურიოთ. ბრინჯი გადავასწოროთ, მოვალაგოთ ზემოდან კრევეტები და პილპილი. ვამზადოთ 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. შემდეგ ცეცხლს მოვუმატოთ და კიდევ 5 წუთი ვხარშოთ. ტაფა გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავაფაროთ სველი ქსოვილის ხელსახოცი და გავაჩეროთ 5-8 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.
შეგრილებულ კერძს ზემოდან მოვაყაროთ ოხრახუში და მოვრთოთ ლიმონის ნაჭრებით. წინ დაუვიწყარი ვახშამი გელოდებათ!