მომზადების დრო: 18წთ
1 ულუფის კალორიულობა: 323კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 150გრ შვრიის ფანტელი
- 100მლ წყალი
- 200მლ რძე
- 3 ჩ.კ. შაქარი (25გრ)
- მარილი გემოვნებით
კარამელიანი ბანანის მოსამზადებლად:
- 3ც ბანანი (600გრ)
- 30გრ ნაღების კარაქი
- 4 ს.კ. შაქარი
- 200მლ ნაღები
მომზადება:
- ქვაბში ჩავყაროთ შვრიის ფანტელი, დავასხათ წყალი, რძე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ შაქარი, მწიკვი მარილი, მოვურიოთ და მოვხარშოთ.
- ბანანს გავაცალოთ კანი და დავჭრათ რგოლებად. ტაფაზე გავადნოთ ნაღების კარაქი, დავამატოთ შაქარი და ვურიოთ ღია კარამელის ფერის მიღებამდე. დავამატოთ ნაღები და ვამზადოთ 5-8 წთ. ტაფაზე მოვათავსოთ ბანანი, ფრთხილად ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- შვრიის ფაფა გადმოვიღოთ თეფშებზე. ყველა ულუფას დავუმატოთ ნაღებიან კარამელში მომზადებული ცოტაოდენი ბანანი.
სუფრაზე მიტანის წინ ფაფას შეგვიძლია ზემოდან მოვაყაროთ დაფქული დარიჩინი და ქიშმიში. მიირთვით გემრიელად!