მომზადების დრო: 1 საათი
1 ულუფის კალორიულობა: 330 კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა: 

  • 1 კგ პომიდორი
  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 ჩ.კ. კვლიავის თესლი (10გრ)
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 200მლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 50გრ უკურკო ზეთისხილი
  • 150გრ ფეტა
  • 5 კბილი ნიორი (25 გრ)
  • 50გრ დარბილებული ნაღების კარაქი

ბოსტნეულის ბულიონი (1 ლიტრი):

  • 1 ძირი პრასი (თეთრი ნაწილი)
  • 1 მოზრდილი სტაფილო
  • 1 ღერო ნიახური
  • 1 ძირი ოხრახუში
  • 1|2 კონა ოხრახუში
  • მსხვილი სუფრის მარილი

ბულიონის მომზადება:

  1. სტაფილო და ოხრახუშისა და ნიახურის ძირები გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. მწვანილი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ.
  2. პრასის თეთრი ნაწილი გავჭრათ შუაზე სიგრძით და ოხრახუშთან ერთად შევკრათ ძაფით.
  3. გამზადებული ბოსტნეული ჩავდოთ ქვაბში, დავამატოთ 2 ჩ.კ. მარილი, დავასხათ 2ლ ცივი წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე.
  4. დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ თავდახურული 45 წუთი. ამის შემდეგ ბოსტნეული ამოვიღოთ. ბულიონი გავწუროთ. ბულიონი ჩავასხათ სხვადასხვა პატარა ულუფებად ჭურჭელში და შევინახოთ მაცივარში. გამოვიყენოთ ბოსტნეულის კერძებისა და წვნიანების მოსამზადებლად.

 

მომზადება:

  1. პომიდორი გავრეცხოთ, გავაცალოთ კანი და დავჭრათ ოთხ ნაწილად. კვლიავი დავნაყოთ. ნაღების კარაქი დავარბილოთ ოთახის ტემპერატურაზე. ბულიონი გავაცხელოთ.
  2. კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ. თითოეული ბოლქვი დავსეროთ სიგრძეზე ცალი მხრიდან რამდენიმე ადგილას.
  3. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. პომიდორი ჩავალაგოთ გამოსაცხობ ფორმაში, ზემოდან მოვაწყოთ კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მოვაბნიოთ კვლიავი. ბოლოს ჩავასხათ ცხელი ბულიონი და ვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში.
  4. ფეტა დავფშვნათ და დავამატოთ კარტოფილს.
  5. ნიორი გავარჩიოთ, დავნაყოთ, ავურიოთ ნაღების კარაქს და დავუმატოთ კარტოფილს.
  6. ზეთისხილი დავჭრათ რგოლებად და ჩავყაროთ ბოსტნეულს ფორმაში. ვაცხოთ კიდევ 15-20 წუთის განმავლობაში.

ovoshnoy-bluz-4-min

ნუ შეგაშინებთ ექსპერიმენტები — დაამატეთ სხვა ბოსტნეულიც. სიახლის დროა!