მომზადების დრო: 45 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 417 კკალ
ულუფის რაოდენობა: 2

შემადგენლობა:

  • 300გრ საქონლის ღვიძლი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი (50გრ)
  • 2 ს.კ. პომიდვრის პასტა (50გრ)
  • 1/2 ჩ.კ. ხმელი პროვანსული სანელებელი (5გრ)
  • 1 თავი ხახვი (100გრ)
  • 2ც ტკბილი პილპილი (400გრ)
  • 1ც ცხარე წითელი წიწაკა (15გრ)
  • 250მლ პომიდვრის ცხარე სოუსი
  • 100მლ არაჟანი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ღვიძლს მოვაშოროთ აპკი, გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ კუბებად. მოვაყაროთ პროვანსული სანელებლები და შევწვათ ტაფაზე ცხელ მცენარეულ ზეთში. შემწვარ ღვიძლს მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში.
  2. ხახვი გავარჩიოთ, წვრილად დავჭრათ და შევწვათ ღვიძლის შენაწვავ ცხიმში. ტკბილი და ცხარე წიწაკა გავრეცხოთ და გავაშროთ. ტკბილ წიწაკას მოვაცალოთ ყუნწი და თესლი, ხოლო ცხარეს — მარტო ყუნწი. ტკბილი წიწაკა დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, ცხარე წიწაკა — წვრილად. 3. ორივე სახეობის წიწაკა ჩავყაროთ ხახვთან და შევწვათ 5-7 წუთის განმავლობაში და თან მოვურიოთ. 7 წუთის შემდეგ ჩავასხათ პომიდვრის პასტა და სოუსი და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი.
  3. ტაფაზე დავაბრუნოთ ღვიძლი, დავამატოთ არაჟანი და კარგად გავაცხელოთ. მზა კერძი სურვილისამებრ შევაზავოთ ცხარე წიწაკით.

როგორ ავარჩიოთ ღვიძლი:

  1. ღვიძლს უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი ფერი, ზედაპირი პრიალა, გლუვი და მკვრივი, ლაქებისა და შემხმარი ადგილების გარეშე უნდა იყოს.
  2. ღვიძლზე თითის დაჭერისას არ უნდა გაჩნდეს ორმო, ხოლო თუ მაინც გაჩნდა — მალევე უნდა შეივსოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ღვიძლი — ძველია.
  3. ახალგაზრდა ძროხის ღვიძლი ღია ფერისაა. რაც უფრო მუქია ღვიძლი, მით დიდი ასაკისაა ძროხა.

ostruy-uzhin-4-min