მომზადების დრო: 5 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 259კკალ
ულუფის რაოდენობა: 8-12

შემადგენლობა:

  • 1კგ ბადრიჯანი
  • 500გრ ტკბილი წიწაკა
  • 1კგ პომიდორი
  • 1 თავი ნიორი (50 გრ)
  • 1 კონა კამა (25 გრ)
  • 1 კონა რეჰანი (25 გრ)
  • 2ც ცხარე წიწაკა (30 გრ)
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მარილი გემოვნებით

მარინადის მომზადება:

  • 500 მლ ღვინის ძმარი
  • 3-4 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. მარილი

მომზადება:

  1. ბადრიჯანი გავრეცხოთ, 5 წუთით ჩავყაროთ მდუღარე წყალში, გადმოვიღოთ საწურზე, დავჭრათ რგოლებად და შევწვათ ტაფაზე ცოტა ზეთში ოქროსფერის მიღებამდე.
  2. ტკბილი და ცხარე წიწაკა გავრეცხოთ, გავაშროთ მოვაცალოთ ყუნწი და თესლი. ტკბილი წიწაკა დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, მწარე წიწაკა — წვრილად.
  3. პომიდორი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ რგოლებად.
  4. ნიორი გავარჩიოთ და დავჭრათ მსხვილად. მწვანილი გავრეცხოთ, გავარჩიოთ, გავაშროთ და დავჭრათ. ნიორი და მწვანილი შევურიოთ ერთმანეთს.
  5. მარინადისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს ცალკე თასში.
  6. ღრმა ჭურჭელში ფენებად ჩავალაგოთ ბადრიჯანი, პომიდორი და წიწაკა. თითოეულ ფენას მოვაყაროთ ნივრიანი მწვანილი. ზემოდან მოვასხათ მარინადი.

ostruy-uzhin-2-min

მინიშნება: ამ კერძის შენახვა მაცივარში 1 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ.