მომზადების დრო: 40წთ
1 ულუფის კალორიულობა: 559კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 800გრ ინდაურის ფილე
  • 25გ ნაღების კარაქი
  • 100მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 200გრ კუმკვატი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • ბაზილიკი
  • მარილი
  • წიწაკა

 

მომზადება:

  1. გავაცივოთ და წვრილად დავჭრათ ნაღების კარაქი.
  2. გავრეცხოთ ხორცი, გავაშროთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. დავჭრათ ხორცი ოთხ ულუფად და თითოეული ცალ-ცალკე დავალაგოთ წინასწარ მომზადებულ ალუმინის ფოლგის ქაღალდებზე.
  3. ხორცს წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ბაზილიკის ფოთლები, მჭიდროდ შევახვიოთ ფოლგაში და მოვათავსოთ ტაფაზე. ფოლგაში გახვეული ინდაური შევწვათ 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
  4. პატარა ქვაბში ჩავასხათ ღვინო, დავამატოთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე. კუმკვატს გადავავლოთ მდუღარე წყალი, გავაშროთ და დავჭრათ რგოლებად. ამგვარად მომზადებული ხილი ჩავუშვათ ღვინოში და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ვურიოთ.
  5. შემწვარი ფილე გადავიტანოთ ლანგარზე და მოვაშოროთ ფოლგა. სუფრაზე მივიტანოთ ცხელი, სურვილისამებრ გამომცხვარ ბოსტნეულთან ერთად. სოუსი მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში.

prazdnichnuy-uzhin-5-min

რჩევა: კუმკვატის გათლა საჭირო არ არის, მდუღარე წყლის გადავლება საკმარისია.