მომზადების დრო: 10წთ
1 ულუფის კალორიულობა: 150კკალ
ულუფის რაოდენობა: 2

შემადგენლობა:

  • 10 ცალი კრევეტი
  • სალათის ფურცელი
  • 5 ცალი მანდარინი
  • 1 ცალი კიტრი
  • 1 ცალი ლიმონი
  • 3 ს.კ. იოგურტი
  • 2 ჩ.კ სოიოს სოუსი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება:

  1. კრევეტები გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და გავაშროთ. შევწვათ ზეითუნის ზეთში 2 წუთით.
  2. კიტრი დავჭრათ პატარა ჩხირებად. ხელით დავანაწევროთ სალათის ფურცლები.
  3. სამი ცალი მანდარინი გავფცქვნათ და დავყოთ ლებნებად.
  4. საწებლის მოსამზადებლად შევურიოთ ერთმანეთს იოგურტი და დარჩენილი 2 მანდარინის წვენი, დავამატოთ სოიოს სოუსი და ლიმონის წვენი.
  5. კრევეტები შევურიოთ ბოსტნეულსა და მანდარინს. მოვასხათ საწებელი.

romanticheskiy-uzhin-1-minრჩევა: თუ გსურთ სალათს მეტი სიცხარე შემატოთ, შეგიძლიათ თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი დაუმატოთ, რომელსაც სუნის გასაქრობად წინასწარ ჩადებთ ძმრიან მარინადში ან ლიმონის წვენში. ამ შემთხვევაში საწებელს ნაკლები ლიმონის წვენი გაუკეთეთ, რომ ზედმეტად მჟავე არ გამოვიდეს.