მომზადების დრო: 35 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 315კკალ
ულუფის რაოდენობა: 6

შემადგენლობა:

  • 1,5 კგ ზღვის ქორჭილის ფილე (ან ნებისმიერი ზღვის თევზი)
  • 2 თავი ხახვი
  • 6ც დიდი პომიდორი
  • კოჭას ძირები (20 გრ)
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 პატარა წიწაკა ჩილი
  • იოგურტი (150 გრ)
  • ხმელი ქინძის კაკალი 1 ჩ. კ.
  • კურკუმა
  • სანელებელი გარამ მასალა (0,5 ჩ.კ.)
  • ნაღების კარაქი (3 ს.კ. )
  • მცენარეული ზეთი
  • ლიმონის წვენი (3 ს.კ.)
  • მარილი
  • შაქარი

მომზადება:

  1. ხახვი, ნიორი და კოჭა წვრილად დავჭრათ.
  2. პომიდორი გავრეცხოთ და დავჭრათ კუბებად. ჩილის მოვაშოროთ თესლი და დავჭრათ წვრილად.
  3. ქვაბში გავაცხელოთ კარაქი, მოვწვათ ქინძი, დავამატოთ ხახვი, ნიორი, პომიდორი, კოჭა და ჩილი. დაახლოებით 10 წუთი ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე. შემდეგ ჩავუმატოთ იოგურტი, კურკუმა, გარამ მასალა, მარილი და შაქარი. მივიყვანოთ ადუღებამდე და თან ვურიოთ. მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
  4. თევზი გავრეცხოთ და გავაშროთ. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ მცენარეული ზეთი, ჩავაწყოთ თევზი და ზემოდან მოვასხათ მომზადებული სოუსი.
  5. ფორმას დავაფაროთ სახურავი ან ფოლგა და გამოვაცხოთ თევზი ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. ფოლგა მოვხსნათ და ისევ გავაგრძელოთ კერძის გამოცხობა ღუმელში დამატებით 15 წუთის განმავლობაში.
  6. მზა კერძი სუფრასთან მივიტანოთ ბრინჯის ან კარტოფილის გარნირთან ერთად.

რჩევა: სანელებელი გარამ მასალა კერძს აღმოსავლურ გემოს აძლევს, ამიტომ თუ ეს სანელებელი არ გაქვთ, მის შემცვლელად ძირა, ილი და მიხაკიც გამოდგება.

ostruy-uzhin-6-min