მომზადების დრო: 10წთ
1 ულუფის კალორიულობა: 289კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 600გრ ზღვის თეთრი თევზი
  • 2 კბილი ნიორი (10გრ)
  • 2სმ კოჭას ფესვები (15გრ)
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

საწებლის მოსამზადებლად:

  • 1 კონა ოხრახუში (30გრ)
  • ნახევარი კონა კამა (15გრ)
  • ნახევარი კონა რეჰანი (15გრ)
  • 1/4 ჩ.კ ლიმონის ცედრა (5გრ)
  • 1 კბილი ნიორი (5გრ)
  • 1 ღერო პრასი (80გრ)
  • 120მლ ზეითუნის ზეთი
  • დაფქული მწარე წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. საწებლისათვის გავრეცხოთ მწვანილი, გავაშროთ და ძალიან წვრილად დავჭრათ. ნიორი გავარჩიოთ, წვრილად დავჭრათ და შევურიოთ მწვანილს. დავუმატოთ ლიმონის ცედრა.
  2. მიღებული ნაზავის ნახევრითა და ნახევარი ულუფა ზეთით მოვამზადოთ პიურე. პრასი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ რგოლებად. პიურეს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, პრასი, დარჩენილი ზეთი და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  3. ნიორი და კოჭა გავარჩიოთ და დავჭრათ. თევზს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და მოვათავსოთ სხვა პროდუქტებთან და ზეთთან ერთად თასში და დავამარინადოთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.
  4. თევზი გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. სუფრაზე მიტანისას მოვასხათ საწებელი.

ruba-4-min
რჩევა: ამ რეცეპტში შეგიძლიათ ქორჭილის ფილეც გამოიყენოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ფილე კანის მხრიდან უნდა დასეროთ.