მომზადების დრო: 8-10წთ
1 ულუფის კალორიულობა:240კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 10გრ კარტოფილის ფქვილი
- 150მლ რძე
- 4 კვერცხის ცილა
- 2 კვერცხის გული
- 30 გრ შაქარი
- 2 ცალი ლიმონი
- ნაღების კარაქი და შაქარი მოსაყრელად/ფორმაზე წასასმელად
- სეზონური კენკრა მოსართავად
მომზადება:
- დიდ, სქელძირიან ქვაბში ავთქვიფოთ რძე და კარტოფილის ფქვილი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ შესქელებამდე. ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ვაცადოთ გაცივება.
- წვრილ სახეხზე გავხეხოთ 1 ლიმონის ცედრა, ორივე ლიმონისგან გამოვწუროთ წვენი. კვერცხები დავაცალკევოთ გულებად და ცილებად. გულები ავთქვიფოთ.
- ცილა და შაქარი კარგად ავთქვიფოთ.
- გაცივებულ რძიან სითხეში ჩავასხათ კვერცხის გულები, ლიმონის წვენი და კარგად ამოვურიოთ.
- გავახუროთ ღუმელი 120 გრადუსზე. გამოსაცხობ პატარა ფორმებს წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ შაქარი.
- რძიან მასაში ფრთხილად შევურიოთ ათქვეფილი ცილა, ამოვურიოთ და მიღებული მასით შევავსოთ პატარა ფორმები. გამოვაცხოთ სუფლე 8-10წთ.
- მზა სუფლე სუფრასთან მივიტანოთ ცხელი. მოვრთოთ სეზონური კენკრით.