მომზადების დრო: 10წთ
1 ულუფის კალორიულობა: 287კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 500გრ ხაჭო
- 2 ცალი კვერცხი (80გრ)
- 1 ჭიქა ფქვილი (150გრ)
- 100გრ შაქარი
- 50გრ ნაღების კარაქი
- მწიკვი მარილი
მისართმევად:
- 40გრ ნაღების კარაქი
- 3 ს.კ. შაქარი (75გრ)
- არაჟანი გემოვნებით
მომზადება:
- კვერცხები ჩანგლით ავთქვიფოთ. 50 გრ კარაქი დავჭრათ კუბებად და დავარბილოთ ოთახის ტემპერატურაზე. საცერზე გავხეხოთ ხაჭო და ღრმა თასში შევაზილოთ შაქარი და კვერცხი, დავუმატოთ კარაქი და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ხაჭოს მასას ნელ-ნელა შევურიოთ ფქვილი და მოვზილოთ მკვრივი, ერთგვაროვანი ცომი.
- სამუშაო დაფაზე მოვაყაროთ ფქვილი, ცომისგან გავაკეთოთ ვიწრო ძეხვი, და დავჭრათ თხელ რგოლებად.
- დიდ ქვაბში ავადუღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, დავამატოთ მწიკვი მარილი, ულუფებად ჩავყაროთ ზარმაცი ვარენიკები და ვხარშოთ სანამ ზედაპირზე ამოტივტივდება.
- მოხარშული ვარენიკები ქაფქირის საშუალებით გადავიტანოთ ღრმა კარაქიან და შაქრიან თასში. ჩავუმატოთ 2-3 ს.კ. ვარენიკის ნახარში წყალი და თასი კარგად შევანჯღრიოთ.
- ვარენიკები სუფრასთან ცხელი არაჟანთან ერთად გავიტანოთ.
ზარმაცების ვარენიკების მოსამზადებლად კიდევ რამდენიმე ეშმაკობას გასწავლით:
— ვარენიკებისთვის ნაკლებად მჟავე და ცხიმიანი ხაჭო უნდა შეარჩიოთ.
— ზომაზე მეტი ფქვილი არ გამოიყენოთ, ვარენიკში ხაჭოს მარცვლები უნდა იგრძნობოდეს.
— არ გადახარშოთ, ამოტივტივებისთანავე ამოიღეთ, თორემ ჩახარშული კისელს დაემსგავსება. რა თქმა უნდა ასეთი ვარენიკის შეჭმა შეიძლება, მაგრამ გემრიელი არ გამოვა.