მომზადების დრო: 10 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 160კკალ
ულუფის რაოდენობა: 5-6

შემადგენლობა:

საწებლის მოსამზადებლად:

  • 3კგ მწვანე მწარე წიწაკა
  • 200გრ ნიორი 30 მლ სუფრის ძმარი
  • 1 ჩ.კ. დაფქული ხმელი ქინძი (10გრ)
  • 2 კონა ქინძი (50გრ)
  • 2 კონა ოხრახუში (50გრ)
  • 1 კონა კამა (25გრ)
  • 5 ს.კ. მარილი (125გრ)

ძირითადი კერძისთვის:

  • 1კგ. ქათმის ფრთები
  • მცენარეული ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 5ც უშაქრო ორცხობილა
  • ბეგქონდარა
  • სოიოს სოუსი (100 მლ)

ხორცის მომზადება:

  1. ფრთები გავრეცხოთ, გავაშროთ და თითოეულ ფრთას მოვაჭრათ ბოლო ფალანგი. მოვათავსოთ ფრთები თასში, მოვაყაროთ ბეგქონდარა, დაქუცმაცებული ნიორი, მოვასხათ სოიოს სოუსი და დავტოვოთ 25 წუთით. პერიოდულად ამოვურიოთ (სანამ ხორცის მარინადი მზადდება, მოვამზადოთ საწებელი).
  2. გავხეხოთ ორცხობილა.
  3. ტაფას წავუსვათ ზეთი, ფრთები ამოვავლოთ პურის საფანელში და შევწვათ 3-4 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან. ჩავუმატოთ სოიოს სოუსი და ვშუშოთ კიდევ 2 წუთი. სუფრასთან მივიტანოთ მწვანე წიწაკის საწებელთან ერთად.

საწებლის მომზადება:

  1. წიწაკა გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვაცალოთ ყუნწი და თესლი. ნიორი გავარჩიოთ და დავყოთ კბილებად. ქინძი, ოხრახუში და კამა გავრეცხოთ, გავარჩიოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ.
  2. მომზადებული პროდუქტები გავატაროთ ხორცის მანქანაში. მწვანილიან ბოსტნეულს მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი და კიდევ ორჯერ გავატაროთ ხორცის მანქანაში. გამზადებული მასა მოვათავსოთ სტერილურ ქილებში (200-250 მლ) და მოვუკრათ თავი. შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.

ostruy-uzhin-1-min

რჩევა: შემწვარი ხორცის გარდა, ცხარე საწებელი თევზს და მოშუშულ ბოსტნეულსაც უხდება. ასევე შეუცვლელი ინგრედიენტი გახდება აღმოსავლური კერძების მომზადებისას.