მომზადების დრო: 20წთ
1 ულუფის კალორიულობა: 287კკალ
ულუფის რაოდენობა 4

შემადგენლობა:

  • ქათმის 4 ფილე (600გრ)
  • 1 ცალი ლიმონი
  • 50 გრ ორცხობილის საფანელი
  • 50 გრ დაჭრილი ნიგოზი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 5 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. დაფქული პაპრიკა
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება:

  1. ლიმონის ცედრა გავხეხოთ და გამოვწუროთ წვენი.
  2. ფილე გავრეცხოთ და გავაშროთ. თითოეული ფილე გავჭრათ შუაში და მოვასხათ ლიმონის წვენი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევაზავოთ პაპრიკით.
  3. ღრმა თეფშში ჩანგლით ავთქვიფოთ ორივე კვერცხი. ფრიალა თეფშზე თანაბრად გავანაწილოთ ფქვილი. ცალკე თეფშზე საფანელს შევურიოთ დაჭრილი ნიგოზი და ცედრა.
  4. ქათმის მზა ნაჭრები ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს ნიგვზიან საფანელში.
  5. ტაფაზე გავაცხელოთ მცენარეული ზეთი და საფანელში ამოვლებული ქათამი ორივე მხრიდან შევბრაწოთ.
  6. შემწვარი ქათმის ფილე სუფრასთან ბოსტნეულის მსუბუქ სალათთან ერთად მივიტანოთ.

romanticheskiy-uzhin-5-min