მომზადების დრო: 1 საათი
1 ულუფის კალორიულობა: 420 კკალ.
ულუფის რაოდენობა: 8

შემადგენლობა:

  • 1ც გასუფთავებული ქათამი (1,7 კგ)
  • 200გრ ვაზის ფოთოლი
  • 300გრ უკურკო ყურძენი
  • 300გრ უკურკო ზეთისხილი
  • 100გრ ლეღვი
  • 100გრ გარჩეული ნიგოზი
  • 1ც ლიმონი (150 გრ )
  • 2 ს. კ. მცენარეული ზეთი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

გარნირის მოსამზადებლად:

  • 300გრ წვრილი ხახვი
  • 50გრ ფქვილი
  • 50გრ ნაღების კარაქი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი (15გრ)
  • 1 ს.კ. ბალზამიკო (20გრ)
  • მარილი გემოვნებით
  • პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ქათამი გავრეცხოთ, გავაშროთ, წავუსვათ მარილი და პილპილი ორივე მხრიდან. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე.
  2. ლეღვი და ყურძენი გავრეცხოთ. ყურძენს მოვაცილოთ ღეროები, ლეღვი გავჭრათ ოთხ ნაწილად, ხოლო ლიმონს გადავავლოთ მდუღარე წყალი, გავაშროთ და დავჭრათ მსხვილ კუბებად. ნიგოზი დავჭრათ მსხვილად, ჩავყაროთ ღრმა თასში, შევურიოთ ზეთისხილი, ყურძენი და ლეღვი. შევაზავოთ მარილით და პილპილი. ამგვარი გულსართით ამოვტენოთ ქათამი და ამოვკეროთ კულინარული ძაფით. ქათმის ფეხები კი მივამაგროთ მკერდზე.
  3. გამზადებულ ქათამს გადავუსვათ მცენარეული ზეთი და მჭიდროდ შევახვიოთ ვაზის ფოთლებში. ფოთლებს წავუსვათ არაჟანი და ქათამი, გადმოვიღოთ ტაფაზე და გამოვაცხოთ 30-40 წუთის განმავლობაში.
  4. წვრილი ხახვი ჩავყაროთ მდუღარე წყალში, გადავიტანოთ საწურზე, გადავავლოთ ცივი წყალი და გავასუფთავოთ. გამზადებული ხახვი მოვთუთქოთ მდუღარე მარილიან წყალში 10 წუთის განმავლობაში და გადავიტანოთ საწურზე.
  5. ტაფაზე გავახუროთ მცენარეული ზეთი და ნაღების კარაქი, ჩავყაროთ ხახვი, დავაყაროთ ფქვილი და მოვშუშოთ, თან ვურიოთ 5-7 წუთი. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. სუფრასთან მიტანამდე შევინარჩუნოთ ცხელი.
  6. მზა ქათამი გადავიტანოთ ლანგარზე, ფოთლები და ძაფი მოვაცილოთ და დავჭრათ ულუფებად.
  7. მზა ხახვს მოვასხათ ღვინის ძმარი და გავიტანოთ ქათამთან.

prazdnichnuy-uzhin-2-min

რჩევა: უმჯობესია თუ ქათამს სანელებლებს კანქვეშ გადაუსვამთ, რადგან ასეთნაირად სანელებლები არ დაიწვება. თანაც, თუ სუფრასთან მიტანის წინ ხორცს კანს გააცლით, ქათამი მაინც არომატული დარჩება.