მომზადების დრო: 1სთ 20წ
1 ულუფის კალორიულობა: 377კკალ
ულუფის ოდენობა: 6

შემადგენლობა:

  • დაახლ. 1,5კგ დამუშავებული ქათამი
  • 2ც ტკბილი წიწაკა
  • 2 თავი ხახვი (200გრ)
  • 2 სტაფილო (150გრ)
  • 2-3ც კარტოფილი (300გრ)
  • 2 კბილი ნიორი (10გრ)
  • 4 ღერო ბეგქონდარა (20გრ)
  • 40გრ ნაღების კარაქი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. თაფლი (28გრ)
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი (20გრ)
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. გავახუროთ ღუმელი 190 გრადუსამდე.
  2. ცივი ნაღების კარაქი გავხეხოთ მსხვილად.
  3. ქათამს წავუსვათ მარილი და წიწაკა. ქათმის ფეხები კულინარიული ძაფით მჭიდროდ მივაბათ ქათმის მუცელს. ქათამს წავუსვათ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ჩავდოთ ფორმაში მუცლით ქვემოთ. დავამატოთ გაუფცქვნელი ნიორი და ბეგქონდარას ღეროები, მოვაყაროთ გახეხილი კარაქი და გამოვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.
  4. ტკბილი წიწაკა გავრეცხოთ, მოვაცალოთ ყუნწები და თესლი, დავჭრათ მსხვილად. გასუფთავებული სტაფილო, კარტოფილი და ხახვი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ბოსტნეული მოვათავსოთ თასში და შევურიოთ სოიოს სოუსი, თაფლი და დარჩენილი ზეითუნის ზეთი.
  5. ქათამი ამოვიღოთ ფორმიდან, მოვაშოროთ ნიორი. მოვაწყოთ ფორმაში ბოსტნეული, დავადოთ ქათამი მუცლით ზემოთ და გამოვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მივიტანოთ ცხელი.

 

ptitsa-4-min

ეს ვახშამი გულგრილს ვერავის დატოვებს, მით უმეტეს თუ თაფლიანი სოიოს სოუსით შეზავებულ ქათამს მშრალ ან ნახევრად მშრალ შამპანურთან ერთად დააგემოვნებთ.