მომზადების დრო: 45წთ
1 ულუფის კალორიულობა: 438კკალ
ულუფის რაოდენობა: 6

შემადგენლობა:

  • ქათმის 8 ბარკალი (დაახლ. 800გრ)
  • 150მლ მშრალი წითელი ღვინო
  • 3ც სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა (დაახლ. 600გრ)
  • 2 თავი ხახვი (დაახლ. 180გრ)
  • 3 კბილი ნიორი (დაახლ. 15გრ)
  • 50გრ შავი ზეთისხილი
  • 450გრ პომიდორი საკუთარ წვენში
  • 90მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ.კ. ხმელი ბაზილიკი (დაახლ. 20გ)
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა (დაახლ. 5გრ)
  • 1ც ლიმონის წვენი (დაახლ. 50გრ)
  • 1 ჩ.კ. დაფქული წიწაკა (დაახლ. 10გრ)
  • 1 ჩ.კ. ქარი (დაახლ. 10გრ)
  • მარილი გემოვნებით

 

მომზადება:

  1. ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსამდე. ქათმის ბარკლები გავრეცხოთ გავაშროთ, შევაზილოთ მარილი და წიწაკა და დავალაგოთ ღრმა გამოსაცხობ ფორმაზე.
  2. გავასუფთავოთ წიწაკა, მსხვილად დავნაყოთ (ან მოვამზადოთ ფაფა) და ავურიოთ მცენარეულ ზეთში. დავუმატოთ ლიმონის წვენი, ღვინო, ბაზილიკი, წითელი წიწაკა და ქარი. ზეთიანი ნაზავი დავასხათ ბარკლებს და შევწვათ 15 წუთის განმავლობაში.
  3. ტკბილი წიწაკა გავრეცხოთ და გავაშროთ, მოვაცილოთ ყუნწები და თესლი და დავჭრათ კუბებად. ხახვი და ნიორი გავფცქვნათ, ხახვი დავჭრათ კუბებად, ხოლო ნიორი დავჭყლიტოთ. გადავწუროთ ზეთისხილი.
  4. წიწაკა, ხახვი, ნიორი და ზეთისხილი მოვუწყოთ ქათამს ტაფაზე. დავამატოთ პომიდორი, მარილი გემოვნებით და გამოვაცხოთ დამატებით 30 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მივიტანოთ ცხელი.

prazdnichnuy-uzhin-4-min

ქათამს კიდევ უფრო გემრიელს გახდით თუ სუფრაზე მიტანის წინ დაჭრილ მწვანილს მოაყრით. გაამოთ!