მომზადების დრო: 2სთ.
1 ულუფის კალორიულობა 378კკალ
ულუფის რაოდენობა: 6

შემადგენლობა:

  • 1 გასუფთავებული ქათამი (დაახლ. 1,5კგ)
  • 400გრ მოზრდილი პომიდორი
  • 5-6ც პომიდორი ჩერი
  • 100გრ უკურკო ზეთისხილი
  • 3 თავი ხახვი (დაახლ. 250გრ)
  • 3 კბილი ნიორი
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • პროვანსული სანელებელი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • შავი პილპილის კაკალი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

 

მომზადება:

  1. ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ წაგრძელებულ რგოლებად ან პატარა ნაჭრებად.
  2. ორივე სახეობის პომიდორი გავრეცხოთ, გავაშროთ და მოვაცალოთ ყუნწები.
  3. დიდი პომიდვრები დავსეროთ ჯვრისებურად და ჩავყაროთ ადუღებულ წყალში 30 წამით. შემდეგ გავავლოთ ცივი წყალი და გავაცალოთ კანი. პომიდვრები დავჭრათ და მოვაცილოთ თესლი.
  4. ზეთისხილის მარცვლები გავჭრათ შუაზე. ნიორი გავარჩიოთ და დავკეპოთ. დავნაყოთ პილპილი.
  5. ორივე სახეობის პომიდორი, ზეთისხილი, ნიორი და ხახვი ავურით ღრმა თასში, მოვაყაროთ პროვანსული სანელებელი, პილპილი და მარილი; დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და მოვურიოთ.
  6. ქათამი დავჭრათ ულუფებად, მოვაყაროთ პროვანსული სანელებელი, მარილი, პილპილი და მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
  7. გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე.
  8. გამოსაცხობ ფორმაში გადმოვიღოთ ბოსტნეულის ნახევარი, დავალაგოთ ზემოდან ქათმის ნაჭრები, მოვაყაროთ დარჩენილი ბოსტნეული, მივაშხუროთ ზეითუნის ზეთი და გამოვაცხოთ ღუმელში 1.40სთ. აუცილებლობის შემთხვევაში ფორმას შეიძლება დავაფაროთ ფოლგა. მომზადებამდე 15 წუთით ადრე მოვხსნათ ფოლგა.
  9. კერძი სუფრასთან მივიტანოთ ცხელი, კარტოფილის გარნირთან ერთად.

ptitsa-5-min