მომზადების დრო: 15წთ
1 ულუფის კალორიულობა: 228კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 500გრ დამუშავებული კალმარის რგოლები
- 100გრ ფქვილი
- 200მლ რძე
- 1 ცალი კვერცხი
- 1 ცალი ლიმონი
- მარილი
- პილპილი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება:
- მოზრდილ თასში გავცრათ ფქვილი, დავუმატოთ მწიკვი მარილი, ჩავახალოთ კვერცხი, ჩავასხათ წვრილ ნაკადად რძე, მოვურიოთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე და არ დავუშვათ კოშტების წარმოქმნა.
- ღრმა ტაფაზე გავაცხელოთ საკმარისი რაოდენობის მცენარეული ზეთი.
- კალმარის რგოლები ცალ-ცალკე ამოვავლოთ საფანელის ცომში და შევწვათ მდუღარე ზეთში. თითოეულ გვერდზე დავაყოვნოთ მხოლოდ 1-2 წუთით.
- შემწვარი რგოლები გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის შესაშრობად.
- მზა რგოლები გადავიტანოთ ლანგარზე. სურვილისამებრ შეგვიძლია მოვაყაროთ მწარე წიწაკა ან ზღვის მარილი. სუფრასთან მივიტანოთ ლიმონის ნაჭერთან და ბოსტნეულის მსუბუქ სალათთან ერთად.