მომზადების დრო: 20 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 350 კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 800გრ. კანიანად მოხარშული კარტოფილი
  • 4 ღერო მწვანე ხახვი ბოლქვებით (70 გრ)
  • 3 კბილი ნიორი (15 გრ)
  • 6 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 6 ცალი კვერცხი (240 გრ)
  • მარილი გემოვნებით
  • კაიენის წიწაკა გემოვნებით

გარნირი:

  • 100გრ მწვანე ბარდა
  • 300მლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 30გრ ნაღების კარაქი

 

ბოსტნეულის ბულიონი (1ლ):

  • 1 ძირი პრასი (თეთრი ნაწილი)
  • 1 მოზრდილი სტაფილო
  • 1 ღერო ნიახური
  • 1 ძირი ოხრახუში
  • 1|2 კონა ოხრახუში
  • მსხვილი სუფრის მარილი

 

ბულიონის მომზადება:

  1. სტაფილო და ოხრახუშისა და ნიახურის ძირები გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. მწვანილი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ.
  2. პრასის თეთრი ნაწილი გავჭრათ შუაზე სიგრძით და ოხრახუშთან ერთად შევკრათ ძაფით.
  3. გამზადებული ბოსტნეული ჩავდოთ ქვაბში, დავამატოთ 2 ჩ.კ. მარილი, დავასხათ 2ლ ცივი წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე.
  4. დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ თავდახურული 45 წუთი. ამის შემდეგ ბოსტნეული ამოვიღოთ. ბულიონი გავწუროთ. ბულიონი ჩავასხათ სხვადასხვა პატარა ულუფებად ჭურჭელში და შევინახოთ მაცივარში. გამოვიყენოთ ბოსტნეულის კერძებისა და წვნიანების მოსამზადებლად.

კერძის მომზადება:

  1. კარტოფილს გავაცალოთ კანი და დავჭრათ 5მმ სისქის რგოლებად.
  2. მწვანე ხახვი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ. ნიორი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ.
  3. ტაფაზე, ცხელ მცენარეულ ზეთში შევწვათ კარტოფილი ორივე მხრიდან და თანაბრად გავანაწილოთ ტაფაზე.
  4. მწვანე ბარდა ჩავყაროთ მდუღარე ბულიონში 5 წუთით, შემდეგ ამოვიღოთ და გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში. ბარდას მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევურიოთ ნაღების კარაქი. სუფრასთან მიტანამდე შევუნარჩუნოთ სითბო.
  5. საშუალო ზომის თასში ჩანგლით ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი, ნიორი და კაიენის წიწაკა გემოვნებით, კარგად ავურიოთ და გადავასხათ კარტოფილს. 2 წუთით ვადუღოთ, შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს, დავახუროთ თავსახური და კვლავ ვადუღოთ 5-7 წუთის განმავლობაში.
  6. კერძი თეფშის დახმარებით გადავაბრუნოთ და შევწვათ კიდევ 5-7 წუთი. გამზადებული ტარტი გადავიტანოთ თეფშზე. სუფრასთან მივიტანოთ მწვანე ბარდასთან ერთად.

ovoshnoy-bluz-5-min

გარწმუნებთ, ამ კერძის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებით. გემრიელად მიირთვით!