მომზადების დრო: 50წთ
1 ულუფის კალორიულობა: 428კკალ
ულუფის რაოდენობა: 8

შემადგენლობა:

  • 500გრ დაჭრილი ხორცი
  • 150გრ მზა კარტოფილის პიურე
  • 150გრ ფქვილი
  • 3 ცალი კვერცხი (120გრ)
  • 3 ცალი ტკბილი პილპილი (600გრ)
  • 1/2 კონა მწვანილის ნაკრები (ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი) (10გრ)
  • 50გრ ნაღების კარაქი + გამოსაცხობ ფორმაზე წასასმელად
  • 1 ჩ.კ. დაფქული პაპრიკა (10გრ)
  • 150 მლ რძე
  • 2 ს.კ. პომიდვრის პასტა (50გრ)
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. კარტოფილის პიურეს შევურიოთ ფქვილი, ჩავახალოთ 2 ცალი კვერცხი, მოვზილოთ მაგარი, გლუვი ცომი (თუ საჭირო გახდება, დავამატოთ ფქვილი) და მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.
  2. გასახსნელ გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ ნაღების კარაქი. ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ფორმაში, გადავუკეცოთ გვერდები.
  3. გულსართისთვის გავრეცხოთ მწვანილი, გადავარჩიოთ და გავაშროთ. ტკბილი პილპილი გავრეცხოთ, გავაშროთ, ყუნწი და თესლი მოვაცალოთ, რბილობი წვრილად დავჭრათ. დაჭრილი ხორცი შევურიოთ მწვანილს და ტკბილ პილპილს, მოვაყაროთ მარილი და დაფქული პაპრიკა. დარჩენილი კვერცხი ავთქვიფოთ რძეში, და ნახევარი დავასხათ დაჭრილ ხორცს. კარგად ამოვურიოთ.
  4. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. კარტოფილის ცომზე გადმოვიღოთ ხორციანი გულსართი და თანაბრად გავანაწილოთ. ზემოდან მოვასხათ რძიან-კვერცხიანი მასა და გამოვაცხოთ ღვეზელი 35 წუთის განმავლობაში.
  5. გულსართს ზემოდან თხელ ფენად დავადოთ პომიდვრის პასტა, მოვაყაროთ დაჭრილი კარაქი და ვაცხოთ ღვეზელი კიდევ 15 წუთი. მზა ღვეზელს ვაცადოთ ფორმაში გაგრილება, მოვაჭრათ გვერდები და გადავიტანოთ სერვირებულ ლანგარზე.

semeynuy-uzhin-2-min

რჩევა: კარტოფილის ღვეზელთან იდეალურია მსუბუქი ბოსტნეულის სალათი.