მომზადების დრო: 15 -20წთ
1 ულუფის კალორიულობა: 402კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 400გრ კარტოფილის პიურე
- 200გრ ახლადგაყინული ტყის სოკო (ან ქამა)
- 3 ს.კ. ფქვილი (45გრ)
- 2 ცალი კვერცხი (80გრ)
- 2 თავი ხახვი (200გრ)
- 100გრ გახეხილი ყველი
- 70მლ ცხიმიანი ნაღები
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა გემოვნებით
- საფანელი (200გრ)
- მცენარეული ზეთი
კარტოფილის პიურეს მოსამზადებლად:
- 650გრ კარტოფილი
- 200მლ რძე
- 70გრ ნაღების კარაქი
- მარილი
- კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და ვადუღოთ თავდახურული 25 წუთის განმავლობაში სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. შემდეგ მოვაყაროთ მარილი.
- სხვა ჭურჭელში ჩავასხათ რძე, მივაყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან. კარაქი დავჭრათ კუბებად.
- მოხარშული კარტოფილისგან გავაკეთოთ პიურე, ნელ-ნელა ჩავამატოთ რძე და დავუმატოთ კარაქი. მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.
კერძის მომზადება:
- სოკო გავალღოთ. ხახვი გავარჩიოთ და წვრილად დავჭრათ.
- ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ხახვი სანამ გამჭირვალე არ გახდება, ჩავუმატოთ სოკო და შევწვათ 10წთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
- ღრმა თასში კარტოფილის პიურეს შევურიოთ ფქვილი, კვერცხი, ნაღები და ვურიოთ გლუვი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ მცენარეული ზეთი და სქლად მოვაყაროთ საფანელი. კარტოფილის ცომის 1/2 გავანაწილოთ ტაფაზე , ზემოდან დავაწყოთ შემწვარი სოკო და გადავფაროთ დარჩენილი კარტოფილის ცომით.
- დარჩენილი კვერცხი ავთქვიფოთ პატარა თასში, მოვაყაროთ წიწაკა და შევურიოთ გახეხილი ყველი. ეს ნაზავი ზემოდან მოვასხათ კარტოფილის ცომს და გამოვაცხოთ 15-20 წუთი.
- კარტოფილის ბრაწულა მივიტანოთ სუფრასთან ცხელი ბოსტნეულის მსუბუქ სალათთან ერთად.

გეგონათ ბრაწულაზე დიდი დრო დაგეხარჯებოდათ? არამც და არამც! გაანებივრეთ საკუთარი თავი გემრიელი ვახშამით, თანაც ძალიან იოლად!