მომზადების დრო: 20წთ
1 ულუფის კალორიულობა: 362კკალ
ულუფის რაოდენობა: 6

შემადგენლობა:

  • 600გრ ქათმის ან ინდაურის ფილე
  • 2ც პომიდორი (200გრ)
  • 250მლ ქათმის ბულიონი
  • 1ც ტკბილი წიწაკა
  • 1ც მწარე წიწაკა (15გრ)
  • 1 თავი ხახვი (100გრ)
  • 1 კბილი ნიორი (5გრ)
  • 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • ქარის ფხვნილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ფილე გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ მომცრო ნაჭრებად. პომიდორი გავრეცხოთ, გავაცალოთ კანი და თესლი და დავჭრათ კუბებად.
  2. მწარე წიწაკა გავრეცხოთ, გავაშროთ, გავაცალოთ ყუნწი და თესლი და დავაქუცმაცოთ. ტკბილი წიწაკა დავჭრათ კუბებად. ხახვი და ნიორი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ.
  3. ღრმა ტაფაზე გაცხელებულ ზეთში შევწვათ ხორცი. როგორც კი ხორცი ოქროსფერს მიიღებს გადმოვიღოთ სხვა ჭურჭელში. ქათმის შენაწვავ ცხიმში მოვწვათ ხახვი და ნიორი, ისე რომ გამჭვირვალე გახდეს. იმავე ტაფაზე გადმოვიღოთ წიწაკა და პომიდორი, მოვაყაროთ ქარის ფხვნილი და გავაჩეროთ ცეცხლზე 5 წუთი.
  4. ჩავამატოთ ბულიონი, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ კიდევ 5 წუთი. დავამატოთ მწარე წიწაკა, ჩავაწყოთ ბულიონში მობრაწული ქათამი და კარგად გავაცხელოთ. კერძს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. სუფრასთან მივიტანოთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

ptitsa-3-min

განსაკუთრებული გემოსთვის მოასხურეთ ლაიმის წვენში არეული ქარი და გააფორმეთ მწვანილის ფოთლებით.