მომზადების დრო: 15წთ
1 ულუფის კალორიულობა: 275კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 400 გრ წითელი თევზის ფილე
- 3-4 ცალი კარტოფილი (350გრ)
- 1 თავი ხახვი (100გრ)
- 1 ცალი სტაფილო (100გრ)
- 100გრ მდნარი ყველი
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 1-2 პომიდვრის ჩირი (100გრ)
- მარილი გემოვნებით
- წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- ხახვი გავარჩიოთ და დავჭრათ. სტაფილო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და წვრილად დავკეპოთ. ტაფაზე ნახევარ ულუფა ზეთში შევწვათ ხახვი და სტაფილო 5 წთ.
- კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ და ჩავყაროთ ქვაბში, ჩავასხათ 2 ლ ცხელი წყალი და ავადუღოთ. ჩავამატოთ შემწვარი ბოსტნეული, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ვადუღოთ კარტოფილის მოხარშვამდე. მზა კარტოფილი ჩავზილოთ სპეციალური საზელით.
- პომიდორი წვრილად დავჭრათ, თევზს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევწვათ ორივე ერთად ტაფაზე დარჩენილ ზეთში მაღალ ცეცხლზე. ამის შემდეგ თევზი გადავიტანოთ სხვა ჭურჭელზე და დავჭრათ ულუფებად.
- მდუღარე წვნიანს დავუმატოთ მდნარი ყველი და ვხარშოთ 5 წუთი. ჩავალაგოთ თევზი წვნიანში, მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან. წვნიანი ჩამოვასხათ თეფშებზე და თითოეულს დავუმატოთ ცოტაოდენი პომიდორი.
კერძს ასევე შეგვიძლია დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!