მომზადების დრო: 50წთ
1 ულუფის კალორიულობა: 270კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 1,5 კგ კომბოსტოს მწნილი
  • 1 ცალი დამუშავებული კობრი
  • 100მლ მცენარეული ზეთი
  • 100გრ ბრინჯი
  • 1 ლიმონის წვენი (50გრ)
  • დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. თევზი გავრეცხოთ და გავაშროთ. წავუსვათ მარილი და წიწაკა შიგნიდან და გარედან და მოვასხუროთ ლიმონის წვენი.
  2. ტაფაში გავაცხელოთ 2 ს.კ. მცენარეული ზეთი. კარგად გავწუროთ კომბოსტოს მწნილი და მოვათავსოთ ტაფაზე. დავუმატოთ ბრინჯი, კარგად ამოურიოთ და გამოვაცხოთ 3-5 წთ.
  3. ტაფაში ჩავასხათ 260მლ ცხელი წყალი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე წყლის ამოშრობამდე.
  4. გავახუროთ ღუმელი 120 გრადუსამდე.
  5. კომბოსტო ბრინჯთან ერთად გადავიტანოთ გამოსაცხობ, ღრმა ფორმაში და გადავასწოროთ. კომბოსტოზე დავდოთ თევზი და მოვასხათ დარჩენილი ზეთი. ფორმაში ასევე ჩავასხათ 125მლ ცხელი წყალი და გამოვაცხოთ 30წთ.

ruba-2-min

გამომცხვარი კობრი და კომბოსტო გადავიტანოთ თეფშზე და მივიტანოთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!