გამოტყდით, ყველას ჰქონია შემთხვევა, როდესაც ვახშამზე კერძის ნახევარს მიირთმევ, გრძნობ, რომ მაძღარი ხარ, მაგრამ დარჩენილ ულუფას ძალით ამთავრებ და მაგიდიდან ადგომა გიჭირს. როგორ დავაღწიოთ თავი ასეთ სიტუაციას? ამაზე ჩვენს სტატიაში გიამბობთ.

ყოველდღიურ აურზაურში უამრავი რამ გვავიწყდება, მათ შორის არსებობისთვის აუცილებელი — კვება. სახლში დაბრუნებულები სულს ვახშამზე ვიბრუნებთ და თვალს ვხუჭავთ დიეტოლოგების რეკომენდაციებზე, რომლებიც გვაფრთხილებენ რომ ბოლო საკვების მიღება დაძინებამდე 3 საათით ადრე შეიძლება.

როგორ მოვახერხოთ, რომ თავი მსუბუქად ვიგრძნოთ და ღამე ზედმეტი არ ვჭამოთ? ამისათვის მოვიმარაგეთ რჩევები, რომლებიც არც ორგანიზმის გადატვირთვის საშუალებას მოგცემთ და არც მშიერს დაგტოვებთ.

laifhak-kak-ne-pereest-2

პატარა ულუფა და ესთეტიური სიამოვნება

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ გარესამყაროს უმეტესად მხედველობის საშუალებით აღვიქვამთ. ამიტომ, მისივე დახმარებით შეგვიძლია საკუთარი ტვინები და კუჭები ჩვენს ჭკუაზე ვატაროთ. მაგალითისთვის აიღეთ «ლამბაქის პრინციპი,» რომელიც ღამით ბევრი კალორიის მიღებისაგან გიხსნით. პრინციპი მარტივია: უბრალოდ გამოიყენეთ პატარა თეფშები და ისინი «მოცულობის» ვიზუალურ ილუზიას შეგიქმნით. ის რაც დიდ თეფშზე ერთ ლუკმად გამოჩნდება, პატარაზე სრულფასოვანი კერძის სახე ექნება! რა თქმა უნდა, ამ ხრიკს ყველა კუჭი არ ეთანხმება, მაგრამ ბევრი ირწმუნება რომ ასეთი მიდგომა ჭრის. მთავარია, ერთი თეფშით დაკმაყოფილდეთ და აღარ დაიმატოთ!

ამასთან კიდევ რამდენიმე მარტივი წესი გაითვალისწინეთ: შეეცადეთ «გაქცევაზე» არ წაიხემსოთ, მაგალითად მაცივართან მდგომმა ან ტელევიზორის წინ. გაშალეთ სუფრა. გადააქციეთ გვიანი ვახშამი არა შიმშილის ჩახშობის პროცესად, არამედ კერძის გემოთი, არომატით და სილამაზით ტკბობის ნამდვილ სიამოვნებად, სულ ერთია იქნება ეს უბრალო კიტრის სალათი თუ სხვა რამ. ამბობენ, რომ სწორედ ეს საიდუმლო ეხმარება ფრანგებს ფორმის შენარჩუნებაში. პრინციპი მარტივია: სუფრასთან მჯდომი დააკვირდებით რამდენს მიირთმევთ, აკონტროლებთ ულუფის ოდენობას და ჭამისგან სიამოვნებას მიიღებთ.

არ იჩქაროთ

ჭამის დროს არც სიჩქარეა უგულებელსაყოფი. სიმაძღრის შეგრძნება ჭამის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ დგება, შესაბამისად, რაც უფრო ნელა მიირთმევთ დიდი ალბათობაა საკვები აღარ დაიმატოთ. ამიტომ, არ იჩქაროთ და გულმოდგინეთ დაღეჭეთ საკვები (მაგარი საკვები 30-40-ჯერ, პიურე და ფაფა კი — 10-ჯერ მაინც). ეს ზედმეტის ჭამასაც აგარიდებთ და საკვებს მეტად გემრიელს გახდის, რადგან აქტიური დაღეჭვისა და ნერწყვის გამოყოფის მეშვეობით ორგანიზმში გლუკოზის გამოყოფა იწყება.

დაიცავით რეჟიმი

ალბათ, ბავშვობიდან გსმენიათ რომ კვების რეჟიმის დარღვევა არ შეიძლება. ჩვენი ორგანიზმი საათის მექანიზმივით მუშაობს: საკვების ერთსა და იმავე დროს მიღებით ნაკლებ ენერგიას ვხარჯავთ კუჭის წვენის გამოყოფაზე. შესაბამისად, საკვების გადამუშავებაზეც  ნაკლები დრო იხარჯება და ორგანიზმი იოლად ითვისებს სასარგებლო ნივთიერებებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების რიტმში ასეთი რეჟიმის დაცვა ძნელია, მაგრამ შეეცადეთ ივახშმოთ თუნდაც გვიან, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.

laifhak-kak-ne-pereest-3

კიდევ ერთი კარგი ჩვევა დალიეთ წყალი

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ წყალი ორგანიზმის ფუნქციონირების, სიმსუბუქისა და ჯანმრთელი ძილის მთავარი წყაროა, ამიტომ თუ გვიან ივახშმეთ და კუჭში სიმძიმის შეგრძნებას ვერ იშორებთ, რამდენიმე ყლუპი «ბორჯომი» ამაში სწრაფად დაგეხმარებათ. ვულკანური მინერალების უნიკალური კომპლექსი, რომელსაც ეს წყალი შეიცავს, არასასიამოვნო შეგრძნებებს გაგიქრობთ და მშვიდად დაგაძინებთ.

განასხვავეთ ფსიქოლოგიური და ფიზიკური შიმშილი

სტრესული სამუშაო დღის ჭამით გაქარვებასა და შიმშილის ბუნებრივ, ბიოლოგიურ შეგრძნებას შორის არსებითი სხვაობაა. ერთი პატარა ექსპერიმენტით მარტივად მიხვდებით სინამდვილეში რა გრძნობა გამოძრავებთ: მადას სტიქიური წახემსებებით ნუ ჩაიხშობთ — თავი კარგად მოიშიეთ და საკუთარ ორგანიზმს დააკვირდით — ამით თქვენეულ ჭეშმარიტ შიმშილს შეიგრძნობთ და როდესაც საღამოს  ნამცხვრისკენ გაიწევთ, ეს შეგრძნება გაიხსენეთ და მიხვდებით ნამდვილად ნამცხვარი გინდათ თუ აკვიატებული მოუსვენრობის გრძნობა გაწუხებთ. თუ ეს უბრალოდ მოუსვენრობაა, ამას მსუბუქი სალათი დაგაძლევინებთ და გვიან ღამით წახემსებისგან გიხსნით.

ჩვევა მეორე ბუნებადა ზედმეტი კალორიები

ხშირად კვების რაციონს  ჩვენი მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი, გარკვეული შაბლონით ვირჩევთ. საუზმეზე — ფაფა, სადილად — ბორშჩი, ვახშმად კი ბებიას რეცეპტით შემწვარი კარტოფილი დაბეგვილი ღორის ხორცით. აი, სწორედ აქ იმალება მუხანათური ხრიკი. საქმე ისაა, რომ ტვინი ზარმაცია და ურჩევნია შაბლონით იმუშაოს. ეს ტვინისთვის უდავოდ კომფორტულია, მაგრამ არა — ჩვენი ჯანმრთელობისა და ფიგურისთვის.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს კვებით ჩვევებს: არის თუ არა თქვენს საღამოს ტრადიციულ რაციონში ისეთი პროდუქტlaifhak-kak-ne-pereest-4ი, რომლის უფრო სასარგებლო და ნაკლებკალორიული საკვებით შეცვლა შეგიძლიათ? თუ არის — გაბედულად შეცვალეთ!

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ თქვენს ორგანიზმს, აეწყოთ მის მოთხოვნებზე და საკუთარ სხეულში თავი მსუბუქად და ჰარმონიულად იგრძნოთ.