მომზადების დრო: 25წთ
1 ულუფის კალორიულობა: 90კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 500გრ ქათმის მკერდის ფილე
- 3 ცალი ქორფა ყაბაყი
- 70გრ მაგარი ყველი
- 3 კბილი ნიორი
- 3 ს.კ. ნატურალური იოგურტი
- დაფქული პაპრიკა
- რეჰანის რამდენიმე ფოთოლი
- მარილი
- პილპილი
- ზეითუნის ზეთი
მომზადება:
- ნიორი გავარჩიოთ და დავნაყოთ. ქათმის მკერდი დავჭრათ სქელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, გადავუსვათ ნიორი და მოვათავსოთ ღრმა თასში, გადავაფაროთ საკვები პარკი და დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით.
- ყაბაყი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ თხელ (დაახლ. 0,5სმ), გრძელ ნაჭრებად. მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი, გადავიტანოთ ტაფაზე, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და გამოვაცხოთ ღუმელში 6-8წთ. 180 გრადუსზე.
- ყაბაყი გამოვიღოთ ღუმლიდან და ვაცადოთ გაცივება. რეჰანის ფოთლები გავრეცხოთ და დავჭრათ. ყველი გავხეხოთ, შევურიოთ იოგურტი და რეჰანი და მოვაყაროთ წიწაკა გემოვნებით.
- ყაბაყის გრძელ ნაჭრებზე დავალაგოთ ქათმის ნაჭრები, გადავუსვათ ყველიანი იოგურტის მასა და გადავახვიოთ რულეტებად, დავამაგროთ ხის ჩხირით. გადავიტანოთ ზეთწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და ვაცხოთ ღუმელში 25 წუთი 180 გრადუსზე.