მომზადების დრო: 20წთ
1 ულუფის კალორიულობა: 250კკალ
ულუფის რაოდენობა: 4-6
შემადგენლობა:
ცომისთვის:
- 120გრ ფქვილი
- 2 ცალი კვერცხი
- 125მლ თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო
- 125მლ რძე
- 1 ს.კ. შაქარი
- მარილი
გულსართისთვის:
- 4-5 ცალი მომჟავო ვაშლი
- 2 ს.კ. ფქვილი
- მცენარეული ზეთი ღრმა შეწვისთვის (700მლ)
- შაქრის პუდრა მოსაყრელად
მომზადება:
- მოვამზადოთ ცომი: ღრმა თასში გავცრათ ფქვილი, დავუმატოთ მწიკვი მარილი და შაქარი, ჩავახალოთ თითო კვერცხი და კარგად მოვზილოთ.
- წვრილ ნაკადად ჩავამატოთ რძე და ღვინო და კარგად მოვურიოთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე.
- ვაშლები გავრეცხოთ, გავაშროთ და გავთალოთ. დავჭრათ 1,5 სისქის რგოლებად, და მოვაყაროთ ფქვილი.
- ვაშლების შესაწვავად ზეთი გავაცხელოთ ღრმა ქვაბში. ვაშლები ამოვავლოთ და შევწვათ მდუღარე ზეთში ოქროსფერის მიღებამდე.
- მზა ფუნჩულები გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის შესაწოვად.
- ფუნჩულები გადავიტანოთ ლანგარზე და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.