მომზადების დრო: 30 წთ
1 ულუფის კალორიულობა: 350კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
წვნიანისთვის:
- 500 გრ სხვადასხვა სახეობის კენკრა (მარწყვი, მოცვი, მაყვალი, ჟოლო…)
- 4 ს.კ. შაქრის პუდრა
- 1 შეკვრა ვანილი
- 200გრ ნაღების იოგურტი
- 200-250მლ ნაღები
ვაფლის მოსამზადებლად:
- 150გრ ფქვილი
- 1/2 ჩ.კ. ცომის გამაფხვიერებელი
- მარილი
- 35გრ შაქარი
- 50გრ ნაღების კარაქი
- 1ც კვერცხი
- 250მლ რძე
მომზადება:
- ვაფლისთვის კარაქი დავარბილოთ ოთახის ტემპერატურაზე.
- ფქვილი გავცრათ გამაფხვიერებელთან ერთად ღრმა თასში, დავამატოთ შაქარი და მწიკვი მარილი. დავუმატოთ კარაქი, ჩავახალოთ კვერცხი და ჩავასხათ რძე, მოვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კოშტების გარეშე.
- თასს გადავაფაროთ საკვები ცელოფანი და გავაჩეროთ ცომი მაცივარში მინიმუმ 30 წთ.
- ვაფლის ფორმებში ცომი ჩავასხათ ულუფებად, გამოვაცხოთ და გავაცივოთ.
- კენკრა გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ. ყუნწები მოვაცალოთ. ცოტაოდენი კენკრა გადავდოთ, დანარჩენი დავჭყლიტოთ ჩანგლით ან სქელ საწურზე გავქნათ.
- კენკროვან მასას შევაზილოთ შაქრის პუდრა და ვანილი. გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წუთით.
- კენკრის პიურეს მოვურიოთ და დავუმატოთ იოგურტი და ნაღები. კარგად ამოვურიოთ. (თუ მასა სქელი გამოვიდა, ჩავუმატოთ კიდევ ცოტაოდენი ნაღები.)
- მზა წვნიანი ჩამოვასხათ თეფშებზე და ვაფლთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.
ეს სადესერტო წვნიანი სახლში მომზადებული ვაფლით უფრო გემრიელი გამოვა.