მომზადების დრო: 40წთ
1 ულუფის კალორიულობა: 275კკალ
ულუფის რაოდენობა: 6
შემადგენლობა:
- 80გრ მანანის ბურღული
- 400მლ რძე
- 4 ს.კ. შაქარი (100გრ)
- 2ც კვერცხი (80გრ)
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- რძე, 2 ს.კ. შაქარი და მწიკვი მარილი მივიყვანოთ ადუღებამდე, დავამატოთ მანანის ბურღული და ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. თან ვურიოთ. მანის ფაფა გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ.
- მოვამზადოთ ფორმა წყლის აბაზანისთვის და ავავსოთ ცხელი წყლით. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე.
- კვერცხები დავაცალკევოთ ცილებად და გულებად. კვერცხის გული შევურიოთ მანანის ფაფას. ცილა მორჩენილ შაქართან ერთად ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ და ფრთხილად შევურიოთ მანანის ფაფას.
- მასა გავანაწილოთ ცეცხლგამძლე ფორმებში და 2/3-ზე ჩავდგათ წყლის აბაზანაში. პატარა ფორმებს დავაფაროთ ფოლგა და ვამზადოთ 15-20 წთ. სუფრასთან მივიტანოთ თბილი.
სუფრასთან მიტანის წინ დესერტს შეგვიძლია მოვაყაროთ შოკოლადის ნატეხები, ნიგოზი და დაფშვნილი ბისკვიტი და მოვრთოთ ცოცხალი ხილით ან მურაბით.