მომზადების დრო: 25-30წთ
ულუფის რაოდენობა: 372კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 350გრ მზა ფენოვანი ცომი
  • 6 ცალი მსხალი (800გრ)
  • 50 გრ ნაღების კარაქი + ტაფაზე წასასმელად
  • 1 ცალი ლიმონი (120გრ)
  • 100გრ შაქარი
  • 100გრ ნიგოზი

მომზადება:

  1. ლიმონის ცედრა გავხეხოთ, წვენი გამოვწუროთ. მსხლები გავრეცხოთ, გავაშროთ და გულები კურკებითურთ ამოვაჭრათ. დარჩენილი ნაყოფი დავჭრათ და მოვასხათ ლიმონის წვენი.
  2. პატარა ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ შაქარი და მოვამზადოთ ღია ფერის კარამელი. კარამელში ჩავაწყოთ მსხლები, მოვაყაროთ ლიმონის ცედრა, ჩავასხათ 1 ს.კ. წყალი და ვხარშოთ მსხლის დარბილებამდე.
  3. ქაფქირის დახმარებით მსხლები გადავიტანოთ კარაქმოსმულ გამოსაცხობ ტაფაზე. დარჩენილი სიროფი ცოტა ხნით ვადუღოთ, მოვასხათ მსხლებს და ზემოდან მოვაყაროთ ნიგოზი.
  4. ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსამდე. ცომი გავაბრტყელოთ ფორმაზე და დავაფაროთ მსხლებს. ცომს გვერდები შევუკეცოთ შიგნით, ფორმაში. გამოვაცხოთ 25 წთ. მზა ღვეზელი გადავაბრუნოთ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი ნიგოზი.

sladkiy-uzhin-2-min
როცა ჩაის მიუსხდებით და ღვეზელს მოიჭრით, შაქრის დამატება არ იჩქაროთ, რადგან, ის საკმარისად ტკბილია. თქვენ ხომ არ გინდათ საღამოს ბევრი შაქრით ორგანიზმის გადაიტვირთოთ?