მომზადების 45წთ
1 ულუფის კალორიულობა: 246კკალ
ულუფის რაოდენობა: 4-6

შემადგენლობა:

  • 2 საშუალო ზომის ინდაურის მკერდი (400გრ)
  • ბეკონის 4 ნაჭერი (30გრ)
  • 2ც მოტკბო-მომჟავო ვაშლი (250გრ)
  • 50გრ გარგრის ჩირი
  • 2 ს.კ. სუფრის თეთრი ღვინო
  • 2 ს.კ. მდოგვი
  • 2 ს.კ. თხელი თაფლი
  • 40გრ ნაღების კარაქი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2ც სალბის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

 

მომზადება:

  1. გარგრის ჩირი დავალბოთ ცხელ წყალში 10 წუთით, გავაშროთ და დავჭრათ. ვაშლი გავრეცხოთ, გავაშროთ, გამოვაცალოთ შუაგული და დავჭრათ ნაჭრებად. სალბის ფოთლები გავრეცხოთ და გავაშროთ.
  2. ტაფაზე გავაცხელოთ ნაღების კარაქი და შევწვათ ვაშლის ნაჭრები ვიდრე ოქროსფრად არ დაიფერება. დავუმატოთ გარგრის ჩირი და ღვინო და 3 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. ხილი გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე.
  3. ინდაურის მკერდი გავრეცხოთ, გავაშროთ და წავუსვათ ყველა მხრიდან მარილი და პილპილი. თითოეული მკერდი დავსეროთ სიგრძეზე — გავაკეთოთ ჯიბე, ჩავდოთ მასში ვაშლისა და გარგრის ჩირისგან მომზადებული გულსართი და დავუმატოთ თითო სალბის ფოთოლი.
  4. მკერდი გავახვიოთ ბეკონის ნაჭრებში და დავამაგროთ კულინარული ძაფით ან ხის ჩხირით.
  5. ტაფაზე გავაცხელოთ მცენარეული ზეთი და მასში შევწვათ მკერდი 5 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან. შემდეგ გადავიტანოთ საცხობ ფორმაში.
  6. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. თაფლი და მდოგვი ავურიოთ ერთმანეთში და მიღებული მასა სქლად წავუსვათ ინდაურის მკერდს. გამოვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მიტანის წინ დავჭრათ ულუფებად.

ptitsa-1-min

ასეთ კერძთან იდეალურია მოხარშული ბრინჯი, რომელიც აქცენტს ინდაურის გემოზე გაგაკეთებინებთ და ბევრის ჭამის უფლებას არ მოგცემთ.