მომზადების დრო: 45წთ
1 ულუფის კალორიულობა: 394კკალ
ულუფის რაოდენობა: 2

შემადგენლობა:

  • 1 გასუფთავებული წიწილა (700გრ)
  • 30გრ თხელი თაფლი
  • 1 ტოტი ბეგქონდარა
  • 1 ტოტი როზმარინი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი
  • წიწაკა

საწებლის მოსამზადებლად:

  • 150მლ წყალი
  • 50გრ ნაღების კარაქი
  • მარილი
  • წიწაკა


პიურე:

  • 200გრ ნიახურის ბოლქვი
  • 200გრ კარტოფილი
  • 50მლ ნაღები
  • 50გრ ნაღების კარაქი
  • მარილი
  • წიწაკა

მოჭიქული ბოსტნეულის მოსამზადებლად:

  • 1ც პატარა ზომის ყაბაყის ნახევარი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 1 ძირი ოხრახუში ან ძირთეთრა
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. თხელი თაფლი
  • 1 ს.კ. სოიოს ძმარი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება:

  1. ბეგქონდარა და როზმარინი გავრეცხოთ და გავაშროთ, ტოტებს მოვაცალოთ ფოთლები და დავჭრათ. წიწილა გავრეცხოთ, გავაშროთ და ორად გავჭრათ.
  2. გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. წიწილას წავუსვათ მარილი და წიწაკა, მოვასხათ თაფლი და მოვათავსოთ ზეთწასმულ გამოსაცხობ ფორმაში. გამოვაცხოთ დაახლოებით 35 წთ. რეგულარულად მოვასხათ ფორმის ფსკერზე დაგროვილი ცხიმი. მზა წიწილა გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, დავაფაროთ ფოლგა და 10 წუთით გავაჩეროთ.
  3. მოვამზადოთ მომინანქრებული ბოსტნეული. ყაბაყი გავრეცხოთ და გავაშროთ, სტაფილო და ძირთეთრა (ან ოხრახუში) გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. დავჭრათ წვრილ კუბებად.
  4. საწებლის მოსამზადებლად, ქურაზე გავაცხელოთ წიწილის შენაწვავი ცხიმი და ჩავუმატოთ ცივი წყალი. ინტენსიურად მოვაშოროთ ცხიმის ნარჩენები ჭურჭლის ფსკერს და კედლებს. ვხარშოთ განახევრებამდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავამატოთ საწებელში ნაღების კარაქი და კარგად ავთქვიფოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  5. ტაფაზე ზეითუნის ზეთში შევწვათ ბოსტნეული 5-7წთ და თან ვურიოთ. ბოსტნეულს მოვასხათ თაფლი და ძმარი და საშუალო ცეცხლზე გავაჩეროთ კიდევ 8წთ. მზა ბოსტნეული სუფრასთან მიტანამდე შევინარჩუნოთ ცხელი.
  6. პიურესთვის კარტოფილი და ნიახური გავთალოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ კუბებად და მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში. შემდეგ წყალი გადავღვაროთ, ბოსტნეულისგან გავაკეთოთ პიურე, დავუმატოთ ნაღები და კარაქი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  7. პიურე გადმოვიღოთ თეფშებზე. ზემოდან დავალაგოთ წიწილის ნაჭრები, დავამატოთ მოჭიქული ბოსტნეული. თეფშის კუთხეში მოვასხათ სოუსი.

romanticheskiy-uzhin-2-min