მომზადების დრო: 35წთ
1 ულუფის კალორიულობა: 220კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 4 ცალი ყაბაყი (1კგ)
  • 2 თავი ახალი ხახვი მწვანილით (250გრ)
  • 25გრ ნაღების კარაქი
  • 200გრ კიბორჩხალის ხორცი
  • 30გრ მანანის ბურღული
  • 1 ცალი კვერცხი (40გრ)
  • 1 ს.კ. დაჭრილი კამა (15გრ)
  • 1 ცალი პომიდორი (100გრ)
  • 150მლ ბოსტნეულის ბულიონი

ბოსტნეულის ბულიონის მოსამზადებლად (1ლ):

  • 1 ღერო პრასი (თეთრი ნაწილი)
  • 1 მოზრდილი სტაფილო
  • 1 ღერო ნიახური
  • ოხრახუშის 1 ძირი
  • 1/2 კონა ოხრახუში
  • სუფრის მსხვილი მარილი

ბულიონის მომზადება:

  1. სტაფილო, ოხრახუშის და ნიახურის ძირები გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. მწვანილიც გავრეცხოთ, გადავარჩიოთ და გავაშროთ.
  2. პრასის თეთრი ნაწილი გავჭრათ სიგრძეზე ორ ნაწილად, გავრეცხოთ, და ოხრახუშთან ერთად შევკრათ კულინარიული ძაფით.
  3. შეკრული ბოსტნეული ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ 2 ჩ.კ. მარილი, 2ლ ცივი წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე.
  4. ვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ჭურჭელში 45 წუთის განმავლობაში. შემდეგ ბოსტნეული ამოვიღოთ, ბულიონი გადავწუროთ, ჩავასხათ ქილებში და შევინახოთ მაცივარში. გამოვიყენოთ ბოსტნეულის კერძებისა და წვნიანის მოსამზადებლად.

მომზადება:

  1. ყაბაყი გავრეცხოთ და გავაშროთ. თითოეულს ჩამოვაჭრათ გვერდები და სუფრის კოვზით ამოვუღოთ გულები. ჩამოჭრილი გვერდები და გულები დავჭრათ წვრილ კუბებად. ყაბაყის ნავები ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში 5 წუთით, გადმოვიღოთ საწურზე და გავავლოთ ცივი წყალი. ყაბაყი გავაშროთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
  2. პომიდორი გავრეცხოთ, გავაცალოთ კანი და თესლი. დავჭრათ წვრილ კუბებად.
  3. ხახვი გავრეცხოთ, გავაშროთ, წვრილად დავჭრათ და შევწვათ კარაქთან ერთად გამჭირვალე ფერის მიღებამდე. შემწვარი ხახვი გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და გავაცივოთ.
  4. კიბორჩხალის ხორცი დავჭრათ, ჩავყაროთ თასში, შევურიოთ მანანის ბურღული, შემწვარი ხახვი, კამა, ნახევარი პომიდორი, ჩავახალოთ კვერცხი და კარგად ამოვურიოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  5. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ყაბაყის ნავები ამოვავსოთ კიბორჩხალის ნაზავით, ფორმას გადავუსვათ მცენარეული ზეთი და დავაწყოთ ნავებთან ერთად პომიდორი და დაჭრილი ყაბაყის კუბები. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ბულიონი გავაცხელოთ.
  6. ბულიონი ჩავასხათ ფორმაში, დავახუროთ თავი და გამოვაცხოთ ყაბაყი 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვხადოთ თავსახური და გამოვაცხოთ კიდევ 10 წთ.

moreprodyktu-1-min

სუფრასთან მივიტანოთ ცხელი. თავზე მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი. მიირთვით გემრიელად!