ჩვენი უმრავლესობა სახლში იმაზე გვიან ბრუნდება, ვიდრე ვახშმობისთვის შესაფერისი დროა. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? დილამდე ვიშიმშილოთ თუ სტერეოტიპების წინააღმდეგ წავიდეთ? მოდით, ერთად ვცადოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

ბევრი ჩვენგანისთვის გვიანი ვახშამი თანამედროვე ცხოვრების რეალობაა. კვლევის თანახმად,
რომელიც კომპანია IDS Borjomi International-მა ჩაატარა, რესპოდენტების უმრავლესობა
საშუალოდ 20.00 საათის შემდეგ ვახშმობს. როგორც წესი, სამუშაო დღე დაახლოებით 18.00-ზე
საათზე მთავრდება, ამას დაუმატეთ დრო სახლში მისასვლელად, პროდუქტების საყიდლად ან
ვახშმის მოსამზადებლად.

დღევანდელი ცხოვრების რიტმი უბრალოდ არ გვაძლევს ადრე ვახშმობის საშუალებას, თუმცა
დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ 19.00 საათის შემდეგ ნებისმიერი ტრაპეზი გვიანია.

რა ვქნათ თუ სამსახური, გზაზე შექმნილი საცობები და ბევრი საქმე ადრე ვახშმობის
საშუალებას 
არ გვაძლევს? როგორ ვიგრძნოთ თავი მსუბუქად გვიანი ვახშმის შემდეგ?

საბედნიეროდ, არსებობს მარტივი საშუალება გვიანი ვახშამი მსუბუქად შევირგოთ და ორგანიზმი
და კერძოდ, ფიგურა გადატვირთვისგან ვიხსნათ.chto-takoe-pozdniy-uzhin-2რა პროდუქტები შეგვიძლია გამოვიყენოთ გვიანი ვახშმისთვის?

წესი პირველი -ვახშამი უნდა შედგებოდეს მსუბუქი
ცილებისგან, რაც ნიშნავს რომ ცხიმიანი ხორცისა და
ძეხვის ნაცვლად აირჩიოთ თევზი ან ზღვის
პროდუქტები, უცხიმო თეთრი ყველი, ხაჭოსა და
კვერცხის კერძები. თუ გვიანი ტრაპეზი რესტორანში
გაქვთ, შეუკვეთეთ ხორცის ნაცვლად თევზი და გარნირის ნაცვლად ბოსტნეული, შეგიძლიათ თამამად აირჩიოთ როგორც ცოცხალი სალათა, ასევე თერმულად დამუშავებული, ორთქლზე ან გრილზე მომზადებული ბოსტნეული. ასეთი შეხამება
ორგანიზმს დაეხმარება მარტივად აითვისოს ცილა და პროვოცირება არ გაუწიოს ნახშირწყლების
სიჭარბეს, რასაც  რთული სალათები — მსოფლიოში ცნობილი «ოლივიე» ან «ცეზარი» იწვევს.


შეიძლება
 თუ არა ვახშამზე მივირთვათ ხილი?

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საღამოს ვაშლის მირთმევა სასარგებლოც კია, მაგრამ სინამდვილეში
ხილის უმრავლესობა დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და მისმა სიჭარბემ შეიძლება
შეშუპება და წონაში მატება გამოიწვიოს.

როგორ გავხადოთ კერძი გემრიელი და ასევე სასარგებლო?

რა თქმა უნდა, ყველას გვიყვარს ნოყიერი საკმაზები და  ნაღებით, არაჟნით ან მაიონეზით
გაჯერებული საწებლები. მაგრამ საღამო ხანს აჯობებს უარი ვთქვათ სალათების ამგვარ შეზავებაზე.
სალათები და სხვა კერძები წვნიანი და გემრიელი რომ გამოვიდეს სჯობს შესაკმაზად გამოვიყენოთ
ნატურალური ზეთები, როგორიცაა კუნჯუთის,ზეითუნის ან გოგრის ზეთი. აგრეთვე შეიძლება
დავამატოთ კედრის კაკალი გოგრის ან სელის თესლი, რაც არათუ გაამდიდრებს კერძს არამედ
დაუჯერებლად გემრიელს და სასარგებლოს გახდის მას.


როგორი
 უნდა იყოს ერთი ულუფა?

მამაკაცისთვის გვიანი ტრაპეზის ულუფა, რომელიც ორგანიზმს არ ავნებს 300-350 გრამია,
ქალისთვის კი ცოტა ნაკლები — 200-250 გრ.

შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება?

რასაკვირველია სჯობს თავი შევიკავოთ ალკოჰოლის მიღებისაგან, მაგრამ თუ ზოგჯერ ვახშამზე
მოდუნებისთვის მაინც მოგინდებათ, არჩევანი მშრალ ღვინოზეchto-takoe-pozdniy-uzhin-3 შეაჩერეთ, რადგან ის ნახშირწყლების
მინიმალურ რაოდენობას შეიცავს. ყურადღება
მიაქციეთ ულუფასაც: დასაშვები დოზა  სხეულის
მასის 1 კგ-ზე  2-3 გრამს შეადგენს. ე. ი. თუ
გოგონა იწონის 60 კგ, ვახშამზე შეუძლია მიირთვას
120-150 გრ. ღვინო, ისე რომ ამით ჯანმრთელობას
არ ავნოს. მამაკაცისთვის დასაშვები დოზაა სხეულის
მასის 1 კგ-ზე 3-4 გრამი ალკოჰოლი.


chto-takoe-pozdniy-uzhin-4
გვიანი ვახშმის გადამუშავება, სიმძიმისგან გათავისუფლება, სიმსუბუქის შეგრძნება და ნორმალური ძილის
უზრუნველყოფა ტუტე წყალს ხელეწიფება; ჭამამდე 30
წუთით ადრე მიიღეთ 1 ჭიქა ტუტე მინერალური წყალი,
ხოლო ვახშმიდან 40-60 წუთის შემდეგ — კიდევ 1 ჭიქა.
ამგვარად, სიმსუბუქის შეგრძნებით არა მარტო დაიძინებთ, არამედ დილით გაიღვიძებთ კიდეც.

მსოფლიოში ყველაზე განთქმული ტუტე წყალი
ქართული მინერალური წყალი «ბორჯომია».

IDS Borjomi International შემთხვევით არ გამხდარა
კვლევების ჩატარების ინიციატორი. თუ გვიან საღამოს გემრიელი ვახშმისგან თავის შეკავება არ გამოგივათ, «ბორჯომი» დაგეხმარებათ როგორც გადატვირთული ორგანიზმის გათავისუფლებაში, ასევე წარმატებით გამოგიყვანთ დილით ნაბახუსევზე.