შიმშილის გრძნობა საათის ისრებს არაფრად დაგიდევთ. თუ ექვსს უკვე დიდი ხანია გადასცდა, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ვახშამზე უარი უნდა თქვათ. სრულიად შესაძლებელია ივახშმოთ ისე, რომ თავი მსუბუქად იგრძნოთ.

დიეტოლოგების უმრავლესობა ერთხმად თანხმდება, რომ ვახშამზე უარის თქმა არ ღირს, მაშინაც კი თუ წონაში დაკლება გადაგიწყვეტიათ. მთავარია იცოდეთ რა პროდუქტის მიღება შეიძლება საღამოს, არა მხოლოდ წონის კონტროლის არამედ იმისთვის რომ მეორე დილით თავი მსუბუქად და მხნედ იგრძნოთ.

1. პირველი თავი კერძებიდან ვახშამზე შეგიძლიათ  ქათმის ან თევზის ბულიონი, ბოსტნეულის — პომიდვრის ან სოკოს წვნიანი ან გოგრის შესქელებული წვნიანი მიირთვათ, მხოლოდ კარტოფილისა და ნაღების გარეშე. bluda-dlia-pozdnego-uzhina-2

2. ხორციანი კერძები სჯობს თევზით შეცვალოთ, რადგან ხორცის, ისევე როგორც დიეტურად მიჩნეული ქათმის გადასამუშავებლად ორგანიზმს 4 საათი სჭირდება, რამაც გვიანი ვახშმის შემთხვევაში შესაძლოა სიმძიმის შეგრძნება და მშფოთვარე ძილი გამოიწვიოს. თევზი კი (მხოლოდ არა შემწვარი) შედარებით მსუბუქი პროდუქტია. თევზი შეგვიძლია სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად — სტაფილო, ბულგარული პილპილი, ყაბაყი, პომიდორი — ფოლგაში გამოვაცხოთ  ან ორთქლზე მოვამზადოთ.

3. როგორც წესი, გვიანი ვახშმისთვის საუკეთესოა ზღვის პროდუქტები. თანაც მათგან მრავალფეროვანი და გემრიელი კერძების მომზადება შეიძლება, მაგალითად:  კრევეტები ბოსტნეულით, სალათი კალმარებითა და მწვანილით, ზღვის მოლუსკები ყველით ღვინის საწებელში.

bluda-dlia-pozdnego-uzhina-3

  1. გარნირის სახით შეგიძლიათ წიწიბურას ფაფა ან ბულგური მოამზადოთ. აჯობებს თუ ბრინჯიანი კერძებისგან, თუნდაც ისინი ორთქლზე იყოს მომზადებული, თავს შეიკავებთ.
  2.  გვიან ვახშმობისას ნუ დაივიწყებთ ქორფა პომიდორს და ბოსტნეულის სალათებს. მაგალითად, ახალი პომიდვრის, სალათის ფურცლებისა და უცხიმო ხაჭოსგან მომზადებული კერძი დაგანაყრებთ და ამავე დროს კუჭს ტვირთად არ დააწვება. სალათის გამრავალფეროვნება მცენარეული ზეთით — მზესუმზირის,ზეითუნის, ქუნჯუთის, სელის ან ყურძნის წიპწების ზეთით შეგიძლიათ. თუ პიკანტური არომატი გირჩევნიათ, შეგიძლიათ კერძს ზეითუნის ზეთის, მდოგვის, თაფლისა და ლიმონის წვენის ნაზავი დაუმატოთ. სასარგებლოა ასევე ქუნჯუთის ზეთით შეზავებული პეკინური კომბოსტოს, კიტრის, ბულგარული პილპილის, ნიახურისა და ოხრახუშის სალათა. სურვილისამებრ, ბოსტნეულის სალათები შეგვიძლია გახეხილი მაგარი, უცხიმო ყველით გავამრავალფეროვნოთ.
  3.  საღამოს წასახემსებლად ასევე კარგია ცეცხლზე დამუშავებული ბოსტნეული, მაგ.: ჩაშუშული კომბოსტო, რაგუ (კარტოფილის გარეშე), გამომცხვარი ბროკოლი ცოტაოდენ ყველთან ერთად, ყაბაყი და ბადრიჯანი ჩაშუშული პომიდვრის სოუსში და ა.შ. ბოსტნეულის, მაგალითად, ყაბაყის ან სტაფილოს მაჭკატებს შეგვიძლია ავოკადოსა და უცხიმო იოგურტის საწებელი მოვუმზადოთ.
  4. ვახშამზე კატეგორიულად აკრძალულია ტკბილი საკვები და ცომეული, რადგან ეს საკვები სრულად გარდაიქმნება იმ ცხიმის ფენად, რომელსაც ასე აქტიურად ებრძვის ღამე ჭამის მოყვარულთა უმრავლესობა. ამიტომ, საღამოს მენიუდან ამოიღეთ პური, ფუნთუშა, ორცხობილა, ნამცხვარი და პასტა (ბოსტნეულითაც კი). და მაინც, თუ ტკბილის გარეშე ვერ ძლებთ, არჩევანი თაფლიან გოგრასა ან ნეკერჩხლის სიროფიან სტაფილოს ტკბილ სახეობაზე შეაჩერეთ. ასევე შეგიძლიათ თავი მინიმალური შაქრის შემცველობის ხილის ჟელეთი, ან პატარა ნატეხი შავი შოკოლადით გაინებივროთ. არ გირჩევთ ახალი ხილისა და ჩირის მირთმევას.
  5. საღამოს რძის პროდუქტებს ნუ მოერიდებით. ერთი ჭიქა მაწონი, უცხიმო იოგურტი ან კეფირი კუჭს შეავსებს და შიმშილის გრძნობას გაგიქრობთ.
  6. ვახშმის შემდეგ უარი თქვით ყავის, ჩაის და ხიbluda-dlia-pozdnego-uzhina-4ლის წვენის მიღებაზე. ნოყიერი, განსაკუთრებით კი გვიანი ღამის კვების შემდეგ დალიეთ ტუტე მინერალური წყალი, მაგალითად, «ბორჯომი» რომელიც უზრუნველყოფს თქვენს დადებით გუნება-განწყობილებას არა მხოლოდ ღამით, არამედ დილასაც.
  7. რაც შეეხება ალკოჰოლს, ის ძალიან კალორიულია. თუ თავის არიდება არ გამოგდით, უპირატესობა მშრალ ღვინოებს მიანიჭეთ, ხოლო ლუდი ღია ფერის მიირთვით. უარის თქმა მოგიწევთ შუშხუნა ღვინოზე, ისევე როგორც სხვა, უფრო მაგარ სასმელზე.