ოჯახური ვახშამი

ცხოვრების ფერხულში ისე ვართ ჩაბმული, რომ ხშირად მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ერთმანეთთან საურთიერთოდ ენერგია აღარ გვრჩება. არადა, ოჯახური ვახშამი საუკეთესო საშუალებაა გასული დღე შევაჯამოთ და მომავალი დავგეგმოთ. თანაც, კერძის მომზადება ერთადაც ხომ შეიძლება - ეს კიდევ უფრო დაგაახლოვებთ ერთმანეთს და ვახშამიც სწრაფად მომზადდება.