თევზის ვახშამი

დღეს ვახშმად თევზი გვაქვს. დიდად ვერ აღფრთოვანდით? არადა ყველამ იცის, რომ თევზი სასარგებლოა და უძვირფასესი ამინომჟავებითაა სავსე... მერე რა, ის მაინც ცოტას თუ უყვარს და მგონი, ფულსაც ტყუილად ვხარჯავთ. მიზეზი ისაა, რომ ყოველთვის მოსაწყენი, ერთფეროვანი რეცეპტებით ვამზადებთ: თევზი შემწვარი, თევზის კატლეტი და კარტოფილის პიურე, თევზის წვნიანი ან უხა. საკმარისია! ძირს სტერეოტიპები! დღეს ყველანი ვამზადებთ თევზს და მისგან ნამდვილ კულინარიულ შედევრს გამოვიყვანთ!