საბავშვო ვახშამი

ხშირად ბავშვებს უფროსებზე დატვირთული ცხოვრება აქვთ. ბავშვები თამაშობენ, სწავლობენ, ვითარდებიან, იზრდებიან და ყოველდღიურად უამრავ ენერგიას ხარჯავენ. ძალების აღდგენაში მათ ძილი და საკვების დროულად მიღება ეხმარება. ვახშამი კი ამ საქმეში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.