დღეს ვახშმად თევზი გვაქვს. დიდად ვერ აღფრთოვანდით? არადა ყველამ იცის, რომ თევზი სასარგებლოა და უძვირფასესი ამინომჟავებითაა სავსე... მერე რა, ის მაინც ცოტას თუ უყვარს და მგონი, ფულსაც ტყუილად ვხარჯავთ. მიზეზი ისაა, რომ ყოველთვის მოსაწყენი, ერთფეროვანი რეცეპტებით ვამზადებთ: თევზი შემწვარი, თევზის კატლეტი და კარტოფილის პიურე, თევზის წვნიანი ან უხა. საკმარისია! ძირს სტერეოტიპები! დღეს ყველანი ვამზადებთ თევზს და მისგან ნამდვილ კულინარიულ შედევრს გამოვიყვანთ! ზღვის საოცრებანი. ზღვის პროდუქტები რომ თურმე ძნელად ხელმისაწვდომია და მათი მომზადება მხოლოდ გამოცდილ მზარეულს შეუძლია - მითია! მათ მოსამზადებლად არც განსაკუთრებული უნარები გჭირდებათ. ისეთი პროდუქტების შეძენაც შეგიძლიათ, რომლებიც დამუშავებული და მოსამზადებლად გამზადებულია. გაითვალისწინეთ: სასარგებლო ნივთიერებებითა და მინერალებით მდიდარ ზღვის ნობათს ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს და მას ვახშმისთვის - იდეალურ პროდუქტად აქცევს.