მომზადების დრო: 10წთ
1 ულუფის კალორიულობა: 348კკალ
ულუფის რაოდენობა: 4
შემადგენლობა:
- 200გრ ბრინჯის ფქვილი
- 4ც კვერცხი
- 600მლ ქოქოსის რძე
- 600მლ წყალი
- 4 ჩ.კ. შაქარი
- მცენარეული ზეთი
გულსართის მოსამზადებლად:
- 160გრ ხბოს ხორცი
- 8ც გასუფთავებული კრევეტი
- 80გრ დაკონსერვებული მწვანე ბარდა
- 40გრ სოიოს ღერო
- 8 ღერო მწვანე ხახვი
- ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი, რეჰანი და პიტნა
საწებლის მოსამზადებლად:
- 100მლ ცხარე სოიოს სოუსი
- 30გრ შაქარი
- 1 ცალი ლაიმის წვენი
მომზადება:
- ცომის ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გულსართისათვის ქინძი, რეჰანი, პიტნა და მწვანე ხახვი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ.
- ხორცი და კრევეტები შევწვათ ტაფაზე მაღალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში და გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში.
- ტაფას მოვუსვათ მცენარეული ზეთი და მოვათავსოთ მასში ცოტა ცომი. როდესაც ცომი ოდნავ შეიკვრება, დავადოთ ხორცის 1/4 და ბარდის 1/4 და გავაჩეროთ 1 წუთით.
- ბლინს მოვაყაროთ ხახვი, პიტნა, რეჰანი და სოიოს ღეროები, ზემოდან დავადოთ 2 ცალი კრევეტი და ვამზადოთ სანამ ხრაშუნა არ გახდება.
- ამ მეთოდით მოვამზადოთ დანარჩენი ბლინებიც.
- საწებლის ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს. ბლინები დავალაგოთ თეფშებზე. საწებელი მივიტანოთ ცალკე ჭურჭლით.