იცით თუ არა, რომ 0%-ზე მეტი ცხიმიანობის მქონე რძის პროდუქტების მიღებაზე უარის თქმით თქვენს ორგანიზმს აზიანებთ? თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა ცხიმებსა და ნახშირწყლებს არაფრად აგდებს და უპირატესობას ცილებს ანიჭებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არასწორი საქციელია, თქვენ რას ფიქრობთ?

ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმის შემადგენეbelki-zhuru-i-uglevodu-2ლი ძირითადი ელემენტებია. ეს სკოლაში, ბიოლოგიის გაკვეთილზე გვასწავლეს, მაგრამ როგორც ჩანს ყველამ დაივიწყა არადა ჩვენი ორგანიზმის ჰარმონიული მუშაობისთვის ყველა ეს კომპონენტი აუცილებელია. ცხიმებსა და ნახშირწყლებზე უარის თქმით არა მხოლოდ ფიგურას  ვიზიანებთ, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასაც. როგორ ავიცილოთ  კვების უარყოფითი ზემოქმედება ორგანიზმზე და როგორ გავიგოთ რა არის სასარგებლო და რა საზიანო — ამას ქვემოთ მოგახსენებთ.

ცილაორგანიზმის მშენებელი

ცილას ტყუილად არ უწოდებენ პროტეინს, რაც ბერძნულად «პირველი ადგილის მფლობელს» ნიშნავს. ჩვენი ორგანიზმისთვის ცილა საშენი მასალაა: არქიტექტორული მეტაფორით პროტეინები შეიძლება ერთდროულად ცემენტსა და საძირკველს შევადაროთ.

ცილები სისხლში ჟანგბადის, ზოგიერთი ვიტამინის და ჰორმონის მოძრაობას უწყობს ხელს დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში.

დიეტოლოგები სხვადასხვა სახეობის ცილების — ცხოველური და მცენარეულის კომბინირებულ მიღებას გვთავაზობენ. ასეთია: მჭლე საქონლის ხორცი, ქათმის მკერდი, ინდაურის ფილე, კურდღლის ხორცი, თინუსი, სკუმბრია, ასთაკვები, ხამანწკები, კალმარები, კრევეტები — ყველა ეს პროდუქტი პროტეინების უმდიდრეს წყაროს წარმოადგენს.

მცენარეულ ცილას შეიცავს: ლობიო, ყავისფერი ბრინჯი, ისპანახი, სატაცური, ავოკადო, ბანანი, ჩინური ფუჩჯუ (სოიოს სატაცური), ტოფუ, სოიოს მარცვალი, ნუტა.
დაიმახსოვრეთ: ორგანიზმი მხოლოდ იმ ცილას ითვისებს, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ვეგანი გახდით, განსაკუთრებული ყურადღება  მოხმარებული პროდუქტების რაოდენობას უნდა მიაქციოთ, რადგან მცენარეულ ცილებში ცხოველურთან შედარებით ნაკლები შეუცვლელი ამინომჟავებია.

პროტეინებით მდიდარი პროდუქტები საუკეთესო არჩევანია მსუბუქი და სასარგებლო ვახშმისათვის. ადამიანის ორგანიზმი ძალებს ღამით აღიდგენს, ამიტომ შეუცვლელ ამინომჟავებს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

საქმეში ერთვებიან  ნახშირწყლები 

ბევრს ჰგონია, რომ ზედმეტი კალორიების მიზეზი სწორედ ნახშირწყლებია. სინამდვილეში კი ის ჩვენი ორგანიზმის ძირითადი საწვავია. ამ ორგანული ნივთიერების ორი ტიპი არსებობს: რთული და მარტივი. რთული ნახშირწყლები შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს და მოქმედებენ «შენელებულ რეჟიმში». მაგალითად, ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მარცვლოვანი პური და ბურღული, belki-zhuru-i-uglevodu-3ხელს უწყობენ ჩვენი ორგანიზმის ხანრძლივ პროდუქტიულობას და კვებავენ მას ენერგიით მთელი დღის განმავლობაში. მარტივი ნახშირწყლები  ნაკლები რაოდენობის საკვებ ბოჭკოს შეიცავენ და ოპერატიულად აითვისებიან. მათი წყალობით ორგანიზმი სწრაფად იღებს ენერგიას, მაგრამ სწრაფადვე კარგავს მათ. კუჭში მოხვედრილი მარტივი ნახშირწყლები საკვების მიღებისთანავე სისხლში შაქრად გარდაიქმნებიან, ორგანიზმი კი ცდილობს «ტკბილი» ნივთიერების ზემოქმედება მალევე გაანეიტრალოს. ამ დროს უფრო მარტივია ამ ნივთიერების ცხიმის მარაგში გადასროლა, რაც მალევე შიმშილის გრძნობის პროვოცირებას ახდენს. ამიტომ, მარტივი ნახშირწყლები გონივრულად უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, სერიოზული გონებრივი დატვირთვის ან ენერგიული სამუშაოს შესრულების დროს შოკოლადის ნაჭერი ან ნამცხვარი დიდ დახმარებას გაგიწევთ.

დაიმახსოვრეთ: ვახშამზე დიდი რაოდენობით მარტივი ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებს ნუ მიეძალებით. დიდია ალბათობა, რომ ისინი თქვენს ფიგურას ზედმეტ სანტიმეტრებად დაეტყოს. ვახშმად რთული ნახშირწყლები, მაგალითად, წიწიბურას ფაფა სჯობს, თუმცა ის მაინც უფრო საუზმეს და სადილს უხდება.

ენერგია სუფთა სახით

იმ ადამიანების უმრავლესობა ვისაც სპეციალური დიეტებით წონის კორექცია გადაუწყვეტია, უსამართლოდ არიდებს თავს 0%-ზე მეტი ცხიმის შემცველ პროდუქტებს. სინამდვილეში ცხიმის უკმარისობა არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობაზე, არამედ გარეგნობაზეც აისახება.

ცხიმები შეიცავს ნაჯერ და უჯერ ცხიმოვან მჟავას, ცხიმის დასაშლელ A და E ე.წ. «სილამაზის ვიტამინებს», რომლებიც არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის, არამედ ტვინის მუშაობასაც უზრუნველყოფს.

belki-zhuru-i-uglevodu-4

არსებობს ცხიმების სხვა კატეგორიაც — ეგრეთ წოდებული ნაჯერი ტრანს-ცხიმები, რომლებიც ნახევარფაბრიკატების უმრავლესობაში გვხვდება, ასევე საკონდიტრო ნაწარმსა და სწრაფი კვების პროდუქტებში. მათი ხანგრძლივი მოხმარება  ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს. ამ საკვების მიღების შემდეგ შესაძლოა კუჭის წვა, სიმძიმე და დისკომფორტი იგრძნოთ.

თუ საღამოს ჩიპსებზე უარი მაინც ვერ თქვით, არ დაგავიწყდეთ «ბორჯომი», რომელიც  სასარგებლო მიკროელემენტებს შეიცავს და ორგანიზმს მძიმე საკვების მონელებასა და უსიამოვნო შედეგებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
დაიმახსოვრეთ: შეეცადეთ ნაკლები ცხიმის შემცველი პროდუქტები აირჩიოთ, მაგრამ არა უცხიმო 0%. რადგან ასეთი პროდუქტი  უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე მისი «ცხიმიანი» ანალოგი. სასარგებლო ცხიმებს, ისევე როგორც პროტეინებს თხილი და თესლი შეიცავს. ისინი ტვინისა და ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს, ამიტომ, ჩართეთ რაციონში გოგრისა და მზესუმზირის თესლი, არაქისი, ნუში, ბრაზილიური კაკალი, თხილი და ქუნჯუთი.