მომზადების დრო: 10 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 280 კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 4 ცალი ბადრიჯანი (500 გრ)
  • თითო ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი პილპილი (350 გრ.)
  • 50 გრ. ნაღების კარაქი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ცალი პომიდორი (200 გრ)
  • 1|2 კონა ოხრახუში (20გრ)
  • მარილი გემოვნებით
  • პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავაშროთ, დავჭრათ დაახლოებით 5 მმ. რგოლებად და შევწვათ ორივე მხრიდან კარაქისა და მცენარეული ზეთის ნაზავში ოქროსფერის მიღებამდე. შემდეგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  2. პომიდორი და პილპილი გავრეცხოთ და გავაშროთ. პილპილს მოვაშოროთ ყუნწები და თესლები და დავჭრათ წვრილ კუბებად. პომიდორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
  3. ოხრახუში გავარჩიოთ, გავრეცხოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ. შემწვარი ბადრიჯნის რგოლები დავაწყოთ თეფშზე, მოვალაგოთ ზემოდან პომიდვრის ნაჭრები, მოვაყაროთ პილპილი და დაჭრილი ოხრახუში.

ovoshnoy-bluz-3-min

ამ კერძს სოუსად მოუხდება სულ ცოტა ნატურალური იოგურტი დაქუცმაცებულ ნიორთან და ახლადდაფქულ პილპილთან ერთად.