მომზადების დრო: 45 წუთი
1 ულუფის კალორიულობა: 74კკალ
ულუფის რაოდენობა: 4-6

შემადგენლობა:

  • 2 ცალი ბადრიჯანი (260 გრ)
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ.კ. შაქარი (20 გრ)
  • 2 კბილი ნიორი (10 გრ)
  • 2 ცალი პომიდორი (200 გრ)
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი (20 გრ)
  • 1 ჩ.კ. დაფქული სანელებლების ნაზავი (შავი პილპილი, მუსკატის კაკალი (ჯავზი), მიხაკი, დარიჩინი) გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე. ნიორი გავარჩიოთ და თითო კბილი გავჭრათ შუაზე. ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავაშროთ, გავჭრათ სიგრძეზე და რბილი ნაწილები რომბისებურად ჩავჭრათ. პომიდორი გავრეცხოთ და გავაშროთ.
  2. ბადრიჯნები დავალაგოთ ტაფაზე, მოვასხათ 1 ს.კ. ზეთი და მოვაყაროთ შაქარი. თითოეულ ბადრიჯანში ჩავდოთ 1|2 კბილი ნიორი. პომიდორს გადავუსვათ ზეთი და ჩავდოთ ბადრიჯანთან ერთად. გამოვაცხოთ 20 წუთი. პომიდორი ამოვიღოთ, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, გავასუფთავოთ და დავჭრათ. გავაგრძელოთ ბადრიჯნის ცხობა კიდევ 25 წუთის განმავლობაში.
  3. გამომცხვარი ბადრიჯნის რბილობი ამოვიღოთ თასზე და დავჭყლიტოთ ჩანგლით, დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, მოვასხათ ლიმონის წვენი, დავამატოთ სანელებლები, მარილი და წიწაკა გემოვნებით. სუფრასთან მივიტანოთ ცივი.

ovoshnoy-bluz-1-min

ეს რეცეპტი იდეალურია მათთვის, ვისაც საღამოს მხოლოდ წახემსება გადაუწყვეტია. მიირთვით გემრიელად!